ენისელის სამაროვანი

ენისელის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის ცენტრში. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძეგლს მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის ექსპედიციამ. სამაროვანი წარმოადგენს ქვაყუთის ტიპის სამარხებს და შედგენილია დიდი ზომის ქვის ფილებისაგან. მიცვალებულთან ერთად აღმოჩნდა ბრინჯაოს ბეჭდები.

ლიტერატურა რედაქტირება