ემირ ბაკურაძე (დ. 5 თებერვალი, 1942) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

ემირ ბაკურაძე
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1942 (1942-02-05) (82 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, ქსოვის ტექნოლოგის სპეციალობით.

1972-1984 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის, ლაბორატორიის გამგე, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი; 1984-2004 წლებში — ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი ხოლო 2004-2014 წლებში — ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის და ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სრული პროფესორი; 2014 წლიდან — აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიზაინის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუსი. სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. კვლევის თემა: ახალი ტექნოლოგიების დამუშავებით ტექნიკური დანიშნულების საფეიქრო მასალებისა და კომპოზიტთა გამომუშავება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 169;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება