ემილიანო ჩამორო ვარგასი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩამორო (მრავალმნიშვნელოვანი).

ემილიანო ჩამორო ვარგასი (ესპ. Emiliano Chamorro Vargas, დ. 11 მაისი, 1871, აკოიაპა — გ. 26 თებერვალი, 1966, მანაგუა) — ნიკარაგუის 33-ე და 38-ე პრეზიდენტი.

ემილიანო ჩამორო ვარგასი
ემილიანო ჩამორო ვარგასი
ემილიანო ჩამორო ვარგასი
ნიკარაგუის 33-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1917 – 1 იანვარი, 1921
წინამორბედიბენჯამინ ფრანსისკო სელედონ როდრიგესი
მემკვიდრედიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი, 1926 – 11 ნოემბერი, 1926
წინამორბედიკარლოს ხოსე სოლორსანო
მემკვიდრესებასტიან ურისა

დაბადებული11 მაისი, 1871,
აკოიაპა, ნიკარაგუა
გარდაცვლილი26 თებერვალი, 1966
მანაგუა, ნიკარაგუა
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატული პარტია

ემილიანოს მშბოლები იყვნენ სალვადორ ჩამორო ორეამუნო და გრეგორია ვარგას ბაესი. დედის მშობლები იყო დიონისიო ჩამორო ალფარო და მერსედეს ორეამუნო. ასევე მისი ახლო წინაპრები იყვნენ ჩამოროს პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლები პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო — ნიკარაგუის 39-ე პრეზიდენტი, ფერნანდო ჩამორო ალფარო, ფრუტო ჩამორო პერესი — ნიკარაგუის 30-ე და 31-ე პრეზიდენტი.

ემილიანო პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა 1893 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ხოსე სანტოს სელაიას წინააღმდეგ მიმართულ წარუმატებელ რევოლუციაში. 1909 წელს, როდესაც სელაიას მმართველობა დასრულდა ხუან ხოსე ესტრადას აჯანყების შემდეგ, ემილიანო გახდა დამფუძვნებელი ასამბლეის თავმჯდომარე და ნიკარაგუის კონსერვატული პარტიის ხელმძღვანელი.

ადოლფო დიასის წინააღმდეგ მიმართული ამბოხის დასამხობად გაწეული სამსახურისთვის ემილიანო ჩამორომ ჯილდოდ მიიღო ნიკარაგუის ელჩობა შეერთებულ შტატებში. 1914 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ბრაიან-ჩამოროს შეთანხმებაში, რომლის ძალითაც ნიკარაგუა დასთანხმდა აშშ-ს აეშენებინა ნიკარაგუის არხი.

1916 წელს ნიკარაგუაში დაბრუნებული აირჩიეს პრეზიდენტად. მთავრობაში ყოფნის დროს მან მთელი ძალა მოახმარა ნიკარაგუის კრედიტორების გასტუმრებას. 1923 წლის არჩევნებში იგი დაამარცხა კარლოს ხოსე სოლორსანომ. 1926 წელს მან მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება სოლორსანოს წინააღმდეგ. თუმცა მისი მთავრობა დღემოკლე აღმოჩნდა არ ჰქონდა რა აშშ-ს მხარდაჭერა.

შემდგომ წლებში ემილიანო ჩამორო იყო სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ნიკარაგუის ელჩი. პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა სომოსას დიქტატორიას და საბოლოოდ 1950 წელს მიაღწია შეთანხმებას (გენერლების პაქტი), რომლის ძალითაც კონსერვატულმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ადგილი კონგრესში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება