ელ-ტიგრე (ესპ. El Tigre) — ქალაქი აღმოსავლეთ ვენესუელაში, ანსოატეგის შტატში. წარმოადგენს სიმონ-როდრიგესის მუნიციპალიტეტის ცენტრს. მდებარეობს შტატის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ორინოკოსა და კარიბის ზღვას შორის, ზღვის დონიდან 285 მეტრზე. ქალაქს კვეთს მდინარე ტიგრე. საშუალო წლიური ტემპერატურა 26,5°C-ია, ნალექების რაოდენობა 1 200 მმ. ვენესუელის მოსახლეობის 2001 წლის აღწერის მიხედვით, ელ-ტიგრეს მოსახლეობა 147 800 ადამიანს შეადგენს.[1]

ქალაქი
ელ-ტიგრე
El Tigre
დროშა გერბი


Tierra de lo posible
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ანსოატეგი
კოორდინატები 8°53′09″ ჩ. გ. 64°14′40″ დ. გ. / 8.88583° ჩ. გ. 64.24444° დ. გ. / 8.88583; -64.24444
მმართველი Lilys Osuna
დაარსდა 1933 წ, 3 თებერვალი
ფართობი 58±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 294
მოსახლეობა 147 800 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 0283
საფოსტო ინდექსი 6050
ოფიციალური საიტი eltigre.org.ve
ელ-ტიგრე — ვენესუელა
ელ-ტიგრე

ქალაქი დაარსდა 1933 წლის 3 თებერვალს, როდესაც ნავთობკომპანიებმა აქ ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ორინოკოს ნავთობის სარტყელი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მარაგებს მოიცავს, ელ-ტიგრე ვენესუელის უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. ამავე მიზეზით, ქალაქის ზრდა დღემდე გრძელდება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Primeros Resultados XIII Censo General de Población y Vivienda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-03. ციტირების თარიღი: 2011-10-12.