ელტურის ქვაჯვარა — არქიტექტურის ძეგლი, მონუმენტური პლასტიკა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ელტურაში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დიდი ცაცხვის ძირში ჩასობილია შირიმის ქვის ჯვარი. ჯვრის მკლავებს ვიწრო ღარი მიუყვება. ქვას ხავსი აქვს მოდებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 58