ელიუთერა (ინგლ. Eleuthera) — კუნძული ბაჰამის კუნძულების შემადგენლობაში, დედაქალაქ ნასაუდან 80 კილომეტრით აღმოსავლეთით. მისი სიგრძე 180 კილომეტრია, სიგანე კი მხოლოდ 1 600 მეტრი. 2000 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 11 165 ადამიანს შეადგენდა. სახელი „ელიუთერა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვა ელეუთეროს (eleutheros) მდედრობითი ფორმიდან და „თავისუფალს“ ნიშნავს.

ელიუთერა
მშობ. სახელი: Eleuthera

ნიუ-პროვიდენსისა და ელიუთერის კოსმოსური ხედი, 1997 წლის აპრილი.
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 26°06′ ჩ. გ. 76°08′ დ. გ. / 26.100° ჩ. გ. 76.133° დ. გ. / 26.100; -76.133
ფართობი 518 კმ² (2)
სიგრძე 180 კმ
სიგანე 2 კმ
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 11 165 [1] (2000)
სიმჭიდროვე 21,6 /კმ²
ეთნიკური ჯგუფები 85% შავი (დას. აფრიკელი)
12% ევროპელი
3% სხვა

კუნძულის ტოპოგრაფია მერყეობს ფართო ვარდისფერქვიშიანი პლაჟებიდან უძველეს მარჯნის რიფების საკმაოდ ვრცელ გამოვლინებებამდე. აღმოსავლეთი ნაპირი ატლანტის ოკეანეს ესაზღვრება, დასავლეთი კი ბაჰამის დიდ მეჩეჩს.

ისტორია რედაქტირება

კუნძულის თავდაპირველი მაცხოვრებლები იყვნენ ტაინოს ხალხი, რომელიც ესპანელებმა კუნძულ ისპანიოლის მაღაროებში სამუშაოდ გადაასახელს, სადაც ისინი 1550 წლისათვის ამოწყდნენ. მიჩნეულია, რომ კუნძულის დაკავება 1648 წლამდე არ მომხდარა, სანამ ამ წელს ბერმუდის კუნძულებიდან პურიტანი პილიგრიმები მოვიდოდნენ. ამ მოსახლეებს „ელიუთერის მოხეტიალეებს“ უწოდებენ, სწორედ აქედან მიიღო კუნძულმა ამჟამინდელი სახელიც. ზოგიერთი კი იმასაც ამტკიცებს, რომ სანამ ქრისტეფორე კოლუმბი ვესტ-ინდოეთის კუნძულებს ეწვეოდა, თითქოს პირველად ელიუთერას მიადგა.

2010 წელს, ელიუთერაზე გაიხსნა 25 აკრის ფართობის ნაკრძალი, რომელიც კუნძულის პირველ ეროვნულ პარკად იქცა. პარკში დაცულია 171 სახეობის ადგილობრივი მცენარე; საკმაოდ პოპულარული ადგილია ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე ტურისტებს შორის.

 
დასახლება გრეგორი-ტაუნი, 2012 წლის დეკემბერი

ტრანსპორტი რედაქტირება

კუნძულს ემსახურება სამი აეროპორტი: ჩრდილოეთ ელიუთერის, გოვერნორს-ჰარბორისა და როკ-საუნდის აეროპორტები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. PRELIMINARY POPULATION AND HOUSING COUNT BY ISLAND AND SUPERVISORY DISTRICT, ALL BAHAMAS: CENSUS 2010. Bahamas Department of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2013-07-12.