ელისაბედ დათეშიძე

ელისაბედ (ლიზა) ყარამანის ასული დათეშიძე (დ. 19 აგვისტო, 1890, ქუთაისი, — გ. 17 ივლისი, 1966, თბილისი, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე) — ქართველი პედიატრი.

დაიბადა შეძლებული მეწარმის — ყარამან დათეშიძის ოჯახში. მისი ერთ-ერთი ძმა იყო ცნობილი მეცენატი რაჟდენ დათეშიძე. ლიზა დათეშიძე დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია, შემდეგ ჟენევაში პედაგოგიური კურსები. ერთხანს ქუთაისში ფრანგული ენის პედაგოგად მუშაობდა, 1916 წელს კი ჩააბარა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1929 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი პედიატრის სპეციალობით. 1931 წელს ქუთაისში „დათეშიძის გორაზე“ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დააარსა 25 ადგილიანი პირველი სანიმუშო სახლი, რომელზეც მზრუნველობა მოგვიანებით სახელმწიფომ აიღო. მსგავი სახლები მისი ინიციატივით დაარსდა სვანეთსა და ლეჩხუმშიც. პოპულარიზაციას უწევდა ბავშვების აეროთერაპიით მკურნალობის მეთოდს, შემოიღო ბავშვთა „მინდობით აღზრდის“ მეთოდი. ბოლო წლებში მეთოდისტად მუშაობდა თბილისში დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ბავშვის ბუნებრივი კვება და მისი უპირატესობა (ავტორი). - თბილისი, საქმედგამი, 1948. - 16გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ელისაბედ (ლიზა) დათეშიძე ცხოვრება და მოღვაწეობა / საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი / ჯ. ქორჩილავა.-თბ., 2010.-გვ.515.
  • პატარების დიდი ქომაგი : პედიატრ ელისაბედ დათეშიძის გახსენება / ჯუმბერ ქორჩილავა // საქართველოს ქალი. - თბილისი, 1971. - N6. - გვ.10-14.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება