ელინგეს ქვები — დეკორირებული, ამოტვიფრული ქვების მასივი, რომელიც დანიის ქალაქ ელინგეში აღმოაჩინეს. მიეკუთვნება ახ. წ. X საუკუნეს. ორი ყველაზე ძველი ქვიდან ერთ-ერთი, აღმართულია მეფე გორმ მოხუცის მიერ, რომელიც მან თავის ცოლის ხსოვნას მიუძღვნა. მასივის უდიდესი ქვა აღმართულია გორმ მოხუცის ვაჟის, ჰერალდ ლურჯკბილებიანის მიერ, რომელმაც მემორიალი თავის მშობლების ხსოვნას, მის მიერ დანიისა და ნორვეგიის დაპყრობასა და დანიელების გაქრისტიანებას მიუძღვნა.

ელინგეს მიწაყრილები, ქვები და ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 55°45′21″ ჩ. გ. 9°25′10″ ა. გ. / 55.75583° ჩ. გ. 9.41944° ა. გ. / 55.75583; 9.41944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 697
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 697
ინგლ.რუს.ფრ.

მეფე გორმ მოხუცის მიერ აღმართულ ქვაზე ვკითხულობთ: „ეს მონუმენტი აღმართა მეფე გორმმა, თავისი ცოლის, დანიის მშვენება თილის ხსოვნისადმი".

1994 წელს, ელინგეს ქვები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშ შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: