ელვა (ესტ. Elva) — ქალაქი ესტონეთში, ტარტუმაას მაზრაში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 5 762 ადამიანს შეადგენს, ფართობი 9,92 კმ²-ია.

ქალაქი
ელვა
Elva

ქალაქის მერია
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა ტარტუმაას მაზრა
კოორდინატები 58°13′28″ ჩ. გ. 26°25′16″ ა. გ. / 58.22444° ჩ. გ. 26.42111° ა. გ. / 58.22444; 26.42111
პირველი ხსენება 1889
ამჟამინდელი სტატუსი 1 მაისი, 1938
ფართობი 9,92 კმ²
მოსახლეობა 5 762 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 580 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 61501 - 61510
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი elva.ee
ელვა (ქალაქი) — ესტონეთი
ელვა (ქალაქი)

ელვაში ორი დიდი ტბა მდებარეობს. ვერევის ტბას ქვიშიანი, საკმაოდ განვითარებული პლაჟი აქვს, რომელიც ძალზედ პოპულარულია ზაფხულში, ამ დროს აქ იმართება სხვადასხვა ღონისძიება ღია ცის ქვეშ. მეორე, არბის ტბას ლელქაშიანი სანაპირო აქვს.

მას შემდეგ, რაც 1886-1889 წლებში ტარტუ-ვალგის რკინიგზა დასრულდა, მალევე ჩაეყარა საფუძლევი ელვასაც. ერთ-ერთ ესტონურ გაზეთში ის პირველად 1889 წელს იხსენიება. სახელი ეწოდა მდინარე ელვასგან. 1913 წელს გაიხსნა ორსაფეხურიანი სკოლა. 1938 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება