ელეფ-რინგნესი (ინგლ. Ellef Ringnes Island, ფრანგ. Île Ellef Ringnes) — ერთ-ერთი კუნძული სვერდრუპის კუნძულების ჯგუფში, ეს კუნძული შედის ქიკიქთაალუკის რეგიონის შემადგენლობაში, ნუნავუტი, კანადა. ელეფ-რინგნესი ასევე შედის დედოფალ ელისაბედის კუნძულების და კანადის არქტიკული არქიპელაგის შემადგენლობაში. ელეფ-რინგნესი გაშენებულია ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში, კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული ბორდენი, ხოლო აღმოსავლეთით მდებარეობს ამუნდ-რინგნესი. ფართობი შეადგენს 11 295 კმ², ელეფ-რინგნესს მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია (ფართობით ოდნავ აღემატება იამაიკას) და კანადაში მე-16 ადგილს იკავებს. კუნძულის უმაღლესი წერტილი შეადგენს 260 მეტრს.

ელეფ-რინგნესი
მშობ. სახელი: Ellef Ringnes Island
გეოგრაფია
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული სევრედრუპის კუნძულები
დედოფალ ელისაბედის კუნძულები
კანადის არქტიკული არქიპელაგი
ფართობი 11 295 კმ²
უმაღლესი წერტილი 260 მ

ამ კუნძულს სახელი დაარქვა ნორვეგიელმა მკვლევარმა ოტო სვერდრუტიმ, ოსლოური ლუდის მწარმოებლის ელეფ-რინგნესის პატივსაცემად. სწორედ ამ კომპანიამ დაასპონსორა მისი ექსპედიცია. თავდაპირველად ეს კუნძული სწორედ ნორვეგიის შემადგენლობაში შედიოდა, 1930 წლისათვის უკვე ეს ტერიტორია კანადის შემადგენლობაში აღმოჩნდა.