ელენ ბლექბერნი (ინგლ. Helen Blackburn; დ. 25 მაისი, 1842 ― გ. 11 იანვარი, 1903) ― ფემინისტი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი, განსაკუთრებით, დასაქმების კუთხით. ბლექბერნი რედაქტორობდა ჟურნალ Englishwoman's Review-ს. დაწერა წიგნები ქალი მშრომელებისა და ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქალთა საარჩევნო მოძრაობის ისტორიის შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით „სტანდარტული ნაშრომი“ გახდა.[1] იყო ქალთა საარჩევნო უფლების ეროვნული საზოგადოებისა და დასავლეთ ინგლისის საარჩევნო უფლების საზოგადოების მდივანი, აგრეთვე შრომის თავისუფლების დაცვის ლიგის თანადამფუძნებელი.[2] ლონდონის პარლამენტის მოედანზე მილისენტ ფოუსეტის ქანდაკების კვარცხლბეკზე მისი სახელიცაა დატანილი.

ელენ ბლექბერნი
მშობლიური სახელი Helen Blackburn
დაბადების თარიღი 25 მაისი, 1842
კუნძული ვალენშია
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 1903
ლონდონი

ადრეული წლები რედაქტირება

ბლექბერნი დაიბადა ნაიტსტაუნში, კუნძულ ვალენშიაზე (კერის საგრაფო, ირლანდია), 1842 წლის 25 მაისს.[1] მამამისი, ბეუიკ ბლექბერნი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, რომელიც კუნძულ ვალენშიაზე ფიქლების მაღაროებს განაგებდა. დედას ერქვა იზაბელა ლამბი. 1859 წელს ბლექბერნების ოჯახი ლონდონში გადასახლდა.[3]

გარდაცვალება რედაქტირება

ბლექბერნი გარდაიცვალა უესტმინსტერში (ლონდონი), 1903 წლის 11 იანვარს, 60 წლის ასაკში. დაკრძალულია ბრომპტონის სასაფლაოზე. თავისი არქივები და წიგნების კოლექცია კემბრიჯის გირტონის კოლეჯს დაუტოვა.[4] მისი ანდერძის მიხედვით, ახალგაზრდა ქალების მომზადებისთვის დაარსდა ფონდი.[3]

2018 წელს პარლამენტის მოედანზე მილისენტ ფოუსეტის ქანდაკება გაიხსნა, რომლის კვარცხლბეკზე ელენ ბლექბერნის სახელი სხვა სუფრაჟისტი ქალების სახელებთან ერთადაა დატანილი.[5][6][7]

ნაშრომები რედაქტირება

ბლექბერნის წიგნებს შორისაა:

  • A Handbook for Women Engaged in Social and Political Work, 1881.
  • A Handy Book of Reference for Irishwomen, 1888.
  • The Condition of Working Women and the Factory Acts, რედაქტორი ჯესი ბუჩერეტთან ერთად, 1896.
  • Women under the Factory Acts, ნორა ვინისთან ერთად, 1903.
  • Women's suffrage: a record of the women's suffrage movement in the British Isles, with biographical sketches of Miss Becker, 1902.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 O'Neill, Marie (31 October 1984). „The Dublin Women's Suffrage Association and its successors“. Dublin Historical Record. XXXVIII (4): 128.
  2. Blackburn, Helen | Dictionary of Irish Biography en. ციტირების თარიღი: 2022-11-29
  3. 3.0 3.1 Smith 1912.
  4. Elizabeth Crawford (2001). The Women's Suffrage Movement: A Reference Guide, 1866–1928. London: Routledge, გვ. 90. ISBN 0415239265. 
  5. Historic statue of suffragist leader Millicent Fawcett unveiled in Parliament Square. Gov.uk (24 April 2018). ციტირების თარიღი: 24 April 2018
  6. Topping, Alexandra (24 April 2018). „First statue of a woman in Parliament Square unveiled“. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 April 2018.
  7. Millicent Fawcett statue unveiling: the women and men whose names will be on the plinth. iNews (24 April 2018). ციტირების თარიღი: 2018-04-25