ელენე ღოღობერიძე-ლუნდბერგი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღოღობერიძე.

ელენე ღოღობერიძე-ლუნდბერგი (დ. 11 ნოემბერი, 1897, თბილისი — გ. 1978, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს სსრ-ის კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1973).

ბიოგრაფია რედაქტირება

1917-1920 წლებში პეტროგრადსა და მოსკოვში მუშაობდა. 1926 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა - თარგმნიდა, აქვეყნებდა წერილებს თეატრზე. 1928-1931 წლებში იყო ქუთაისის თეატრის რეჟისორი. 1932 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა. რუსულ ენაზე თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, ა. ქუთათელის და სხვა თხზულებანი. ეკუთვნის მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველა“ (ე. ლუნდბერგთან ერთად, რუსულ ენაზე - 1947, ქართულად - 1974).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება