ელენე ახვლედიანის ქუჩა

ელენე ახვლედიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ელენე ახვლედიანის აღმართიდან სამრეკლოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. წარმოადგენდა სურბ-კარაპეტის აღმართის განშტოებას და სურბ-კარაპეტის ქუჩა ერქვა (სახელწოდება უკავშირდებოდა ავლაბარში მდგარ სურბ-კარაპეტის ეკლესიას). ძველი სახელით ქუჩა ქალაქის გეგმაზე აღნიშნულია 1876 წლიდან. 1923 ეწოდა ნიკოლოზ კიბალჩიჩის, 1988 წელს — ელენე ახვლედიანის სახელი. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 აღმართი, 1 შესახვევი, 1 ჩიხი. სურბ-პარაკეტი, ქართულად — წმინდა კარაპეტი.

ელენე ახვლედიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები სურბ-კარაპეტის ქუჩა, ნიკოლოზ კიბალჩიჩის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება