ელენა ევგენის ასული ვისტროპოვა (აზერ. Yelena Yevqeniyevna Vıstropova; დ. 3 ნოემბერი, 1988, სულაკი, დაღესტნის სსრ, სსრკ) — რუსი-აზერბაიჯანელი სპორტსმენი. რუსეთისა და ევროპის ჩემპიონი კრივში (2014, 2016). რუსეთის სპორტის ოსტატი; აზერბაიჯანის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2016).[1].

ელენა ვისტრიპოვა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი, 1988(1988-11-03) (35 წლის)
დაბ. ადგილი Sulak
სიმაღლე 174 სმ
ქვეყანა აზერბაიჯანი

ბიოგრაფია რედაქტირება

ელენა ვისტროპოვა დაიბადა 1988 წლის 3 ნოემბერს დაღესტნის სსრ-ის სოფელ სულაკში[2]. კრივში ჩაერთო 8 წლის ასაკში.

მისი პირველი მწვრთნელი იყო ალექსეეი სეიდულაის ძე შახსინოვი (1941—2018)[2].

2006 წელს მან მოიგო რუსეთის ჩემპიონატი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 2007 წლის რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (70 კგ-მდე); 2008 და 2010 წლები (69 კგ-მდე). 2009 წელს მოიპოვა რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი 64 კგ-მდე წონით კატეგორიაში.[2].

2011 წლიდან ასპარეზობს აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში[3][4]. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა ნიგერიელ ედიტ ოგოკესთან. 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/64 ფინალში დაამარცხა ბელარუსის წარმომადგენელი ვიქტორია კებიკავა, ანგარიშით 18:7. 1/32 ფინალში ანგარიშით 17:12 დაამარცხა ბრაზილიელი როზელი ფეიტოსა. 1/16 ფინალში დაამარცხა რუმინელი ელენა ტურჩინი. მეოთხედფინალში ანგარიშით 12:5 დაამარცხა ლილია დურმიევა. ნახევარფინალში ანგარიშით 16:15, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ანა ლაურელი. ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ინგლისელ სავანა მარშალთან, ანგარიშით 15:17. [5] 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვისტრიპოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 2014 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში.[2] 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 დაამარცხა უნგრელი ესტერ ოლაჰი. 1/4 ფინალში დაამარცხა პოლონელი ნატალია ჰოლინსკა, ანგარიშით 3:0. ნახევარფინალში დაამარცხა რუმიენლი მიჰაელა კრისტიან, ანგარიშით 3:0. ფინალში დაამარცხა ინგლისელი სტეისი კოუპლენდი. [6]. 2015 წლის ნოემბერში მოიგო სოფიაში გამართული „Balkan Cup“[7].

მისი ამჟამინდელი მწვრთნელია აზერბაიჯანელი შ. მაგომედოვი. ცხოვრობს აზერბაიჯანში[2], არის სპორტულ კლუბ „გილიანის“ წევრი (აზერ. Gilan İdman Klubu).

ელენა ვისტროპოვა გათხოვილია და ჰყავს 1 შვილი, რომელიც 2013 წელს დაიბადა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Gənclər və İdman Nazirliyində idman mütəxəssisləri mükafatlandırılıb - SİYAHI
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Елена Выстропова. Спортивная Россия. ციტირების თარიღი: 2019-09-22.
  3. Elena Vystropova. London 2012. The London Organising Committee of the Olympic Games and Paralympic Games Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2013. ციტირების თარიღი: 17 September 2012.
  4. Yelena Vıstropova Bio, Stats, and Results en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
  5. Results
  6. Results 2014
  7. Yelena Vıstropova Sofiyada ən güclü oldu