ეკვატორია
ეკვატორია (ინგლ. Equatoria, არაბ. لاستوائية) — სამხრეთი სუდანის სამხრეთი რეგიონი. თავიდან წარმოადგენდა ეგვიპტის პროვინციას და მის შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი უგანდის ჩრდილოეთ ნაწილის უმეტესი ტერიტორია ტბა ალბერტის ჩათვლით.
რეგიონი | |
---|---|
ეკვატორია ინგლ. Equatoria არაბ. لاستوائية | |
ქვეყანა | სამხრეთი სუდანი |
კოორდინატები | 4°52′00″ ჩ. გ. 31°35′00″ ა. გ. / 4.86667° ჩ. გ. 31.58333° ა. გ. |
ფართობი | 195 847,67 კმ² |
მოსახლეობა | 2 628 747 კაცი (2008) |
სიმჭიდროვე | 13,42 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] |
ეკვატორია 1870 წელს ინგლისელმა მკვლევარმა სემიუელ ბეიკერმა დააარსა. 1874 წელს რეგიონის მმართველი გახდა ჩარლზ ჯორჯ გორდონი, ხოლო 1878 წელს ემინ-ფაშა. 1889 წლის მაჰდისტების აჯანყებამ რეგიონში ეგვიპტური მმართველობა დაასრულა.
ანგლო-ეგვიპტური სუდანის პერიოდში, ეკვატორია წარმოადგენდა 8 პროვინციიდან ერთ-ერთს. ბაჰრ-ელ-ღაზალი ეკვატორიას 1948 წელს გამოეყო. 1976 წელს ეკვატორია გაყვეს ორ შტატად აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკვატორიად. სუდანის პირველ და მეორე სამოქალაქო ომების დროს რეგიონი ძალადობამ მოიცვა.
ლიტერატურა რედაქტირება
- R. Gray, A History of the Southern Sudan, 1839-1889 (London, 1961).
- Iain R. Smith, The Emin Pasha Relief Expedition 1886-1890 (Oxford University Press, 1972).
- Alice Moore-Harell, Egypt's African Empire: Samuel Baker, Charles Gordon and the Creation of Equatoria (Brighton: Sussex Academic Press, 2010).
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: