ეკატერინე ბაღდავაძე

ეკატერინე ნიკოლოზის ასული ბაღდავაძე (დ. 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 15 აგვისტო, 1975, იქვე) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954).

ბიოგრაფია რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, იყო მოსე თოიძისა და უჩა ჯაფარიძის მოწაფე. ბაღდავაძის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია სუფთა კოლორიტი და მაუყე ფერწერული მონასმები. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „გიორგი სააკაძე“ (1946, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), „მანანა ორბელიანი მეგობარ ქალებს შორის“ (1947, საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი) და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 247.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 78, თბ., 1994
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 100

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება