ეკატერინეს სასახლე

ეკატერინეს დიდი სასახლე (რუს. Большой Екатерининский дворец) — ყოფილი საიმპერატორო სასახლე, სამი რუსი მონარქის ეკატერინე I-ის ელისაბედ I-ისა და ეკატერინე II-ის საზაფხულო რეზიდენცია. სასახლე მდებარეობს სანქტ-პეტერბურგისდან 26 კმ-ში, ქალაქ პუშკინში.

ეკატერინეს დიდი სასახლე
Большой Екатерининский дворец
კოორდინატები 59°42′59″N 30°23′47″E / 59.716389° ჩ. გ. 30.396389° ა. გ. / 59.716389; 30.396389
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ფრანჩესკო ბარტოლომეო რასტრელი
ტიპი სასახლე
სტილი ელისაბედის ბაროკო
დაწყების თარიღი 1752
დასრულების თარიღი 1756
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810447033

რეზიდენციას დასაბამი 1717 წელს დაედო, როდესაც ეკატერინე I-მა გერმანელი არქიტექტორი იოჰან-ფრიდრიხ ბრაუნშტაინი დაიქირავა საკუთარი სიამოვნებისთვის ზაფხულის რეზიდენციის ასაგებად. 1743 წელს იმპერატრიცა ანამ მიხაილ ზემცოვსა და ანდრეი კვასოვს შეუკვეთა ეკატერინეს სასახლის გაფართოება. თუმცა იმპერატრიცა ელისაბედმა დედამისის რეზიდენცია ძველმოდურად მიიჩნია და 1756 წლის მაისში კარის არქიტექტორ ბართოლომეო რასტრელის სთხოვა ძველი შენობის დანგრევა და მისი ახლით, უფრო გრანდიოზულით შეცვლა როკოკოს სტილში. მშენებლობა ოთხ წელს გაგრძელდა და 1756 წლის 30 ივლისს არქიტექტორმა იმპერატრიცასა და მის კარს წარუდგინა ახალი 325 მეტრი სიგრძის სასახლე.

ელისაბედის სიცოცხლის პერიოდში სასახლემ სახელი გაითქვა მისი ურცხვი ფუფუნებით. 100 კგ-ზე მეტი ოქრო იქნა გამოყენებული შენობის ფასადის ჩუქურთმების მოსავარაყებლად, სახურავზე კი უამრავი ქანდაკება დაიდგა. ერთ დროს ჭორიც გავრცელდა, რომ სახურავი მთლიანად ოქროსი იყო. სასახლის წინ ბაღი გაშენდა. მთელ კომპლექსს გარს ეტრყმის დელიკატური ჭედური რკინის გალავანი.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეს ეკატერინე დიდს უკავშირებენ, ეს უკანასკნელი სასახლის ”ათქვეფილი კრემისებრ” არქიტექტურას ძველმოდურად მიიჩნევდა. ტახტზე ასვლისას პარკის რამდენიმე ქანდაკება ოქროთი დაიფარა, იმპერატრიცა ელისაბედის უკანასკნელი სურვლის აღსასრულებლად, თუმცა დაკავშირებული ხარჯების სიდიდის შეტყობისთანავე ახალმა მონარქმა სამუშაოები მყისვე შეაწყვეტინა. ეკატერინეს განუკიცხავს მისი წინამორბედის უყაირათო ექსტრავაგანტულობა: ”მილიონ ექვსასი ათასი მანეთის თანხა დაიხარჯა მშენებლობაზე. ამის დამამტკიცებელი ხარჯთაღრიცხვა არსებობს; მაგრამ გარდა ამისა იმპერატრიცა ფულს ხარჯავდა საკუთარი ჯიბიდან ისე, რომ არ კი ითვლიდა”.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Петров А. Н., Пушкин. Дворцы и парки, [2 изд.], Л., 1969;
  • Мосякин А. Г. Жемчужное ожерелье Санкт-Петербурга. Дворцы, восставшие из пепла. Санкт-Петербург, «Паритет», 2014. — 432 с., илл. — ISBN 978-5-93437-405-2
  • Мосякин А. Г. Прусское проклятие. Тайна Янтарной комнаты. Санкт-Петербург, «Пальмира», 2018. –– 479 с. : илл. (Серия «Исчезнувшие сокровища») –– ISBN 978-5-521-00932-9

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება