ეიჯიზმი — უარყოფითი ან დამამცირებელი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ მისი ასაკის გამო. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებთან დამოკიდებულებას ეხება.

რ. ბატლერი იყო პირველი, რომელმაც ეს ტერმინი იხმარა. მან ეიჯიზმი განსაზღვრა, როგორც ზოგიერთ ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანების ღრმად დამალული შფოთვის გამოვლინება, მოხუცი ადამიანებისადმი, დაავადებებისადმი, ინვალიდებისადმი მათი პიროვნული ზიზღი, დაუცველობის, უსარგებლობის და სიკვდილის შიში. მოგვიანებით, ეიჯიზმი მან აღწერა, როგორც პროცესი, რომელიც ეფუძნება მუდმივ სტერეოტიპიზაციასა და დისკრიმინაციას დაბერების, ასაკის მატების გამო, ისევე, როგორც რასიზმი და სექსიზმი ეფუძნება კანის ფერსა და სქესს. ზოგიერთი ავტორს მიაჩნია, რომ საზოგადოების ახალგაზრდებზე ფოკუსირებაც ეიჯიზმის გამოხატულებაა.

სახეები რედაქტირება

თავის მხრივ, ეიჯიზმი მოიცავს ორ სახეს:

ინსტიტუციონალისტური ეიჯიზმი - როდესაც იურიდიულად არის გამყარებული ადამიანთა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის დისკრიმინაციის უფლება.

შინაგანი ეიჯიზმი - მოიცავს დამამცირებელ ინტერპერსონალურ მოქმედებებს, ნეგატიურ აზრებსა და ქცევებს (მაგ.: იგნორირება, ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა და ა.შ.).

მიდგომები რედაქტირება

ეიჯიზმის მიმართ არსებობს განსხვავებული მიდგომები:

  1. პირველი მიდგომის თანახმად, ეიჯიზმი ვლინდება მხოლოდ ხანშიშესული ადამიანების მიმართ. საზოგადოებაში ამ ადამიანთა ჯგუფი გარკვეულწილად უმცირესობაშია და ისინი სახელმწიფოსთვის ზედმეტ ტვირთად იქცევიან. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ამ ადამიანთა პატივისცემის დონე, შესაბამისად, გარშემომყოფები ასაკოვან ადამიანებს აღარ განიხილავენ როგორც თანასწორს და დამამცირებლად ექცევიან.
  2. მეორე მიდგომის თანახმად, ეიჯიზმი ვრცელდება არა მხოლოდ ხანშიშესულ ადამიანთა ჯგუფზე, არამედ ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის დისკრიმინირება ხდება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით. ცხოვრების ყოველ ეტაპზე ადამიანი ეჯახება ასაკთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. გამოდის, რომ ეიჯიზმი ეხება პიროვნების ცხოვრების ყოველ ეტაპს და არა მხოლოდ გვიან პერიოდს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Краснова О.В., Лидере А.Г. - Социальная психология старения

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება