ეიუბ აბდულაევი

ეიუბ აბდულაევი (აზერ. Əyyub Abdullayev, სრული სახელი:Əyyub Mahmud oğlu Abdullayev; დ. 17 ივნისი, 1967, ეღეგნავანი — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ეიუბ აბდულაევი
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1967
ეღეგნავანი, არარატის რაიონი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბინა, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ბიოგრაფია რედაქტირება

აიუბ აბდულაევი დაიბადა 1967 წლის 17 აგვისტოს სომხეთის სსრ-ში, არარატის რაიონის სოფელ ეღეგნავანში.[2] 1987 წელს დაბრუნდა სამხედრო სამსახურიდან. 1988 წლის ნოემბერში სომხეთიდან აზერბაიჯანელთა მასობრივი დეპორტაციის გამო, მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სოფელი და ბაქოში გადასულიყო. მუშაობდა ბაქოს მაცივრების ქარხანაში მუშად.[3]

ტრაგედიის ღამეს სახლიდან 00:30 საათზე გავიდა. იმ ღამეს ის სასტუმრო „ნახიჩევანთან“ დაიღუპა. 22 იანვარს უცნობი პირის სახით დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში.

სქოლიო რედაქტირება