ეთელბალდი (უესექსი)

ეთელბალდი (ინგლ. Ethelbald; ანგლ.-საქს. Æþelbald) (დ. 834 — გ. 20 დეკემბერი, 860) — უესექსის მეფე 856-860 წლებში.

ეთელბალდი იყო ეთელვულფისა და ოსბურგას უფროსი ვაჟი. 856 წელს როდესაც მამამისი ტახტიდან იქნა გადაყენებული იგი უესექსის მეფე გახდა. მან გვირგვინი ქალაქ კინგსტონში დაიდგა და 858 წელს დაქორწინდა დაქვრივებულ დედინაცვალ იუდითზე. ქორწინება მალე გაუქმებული იქნა სისხლის აღრევის პრეცედენტის გამო. ეთელბალდი დაკრძალულია შერბორნის სააბატოში დორსეტში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება