ევროპული მურენა (ლათ. Muraena helena) — თევზი მურენასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 150 სმ, მასა — 15 კგ. გავრცელებულია ძირითადად ხმელთაშუა ზღვაში, გვხვდება აზორის კუნძულებთან და მდინარე სენეგალის შესართავთან.[1] აქვს გლუვი, უქერცლო კანი, რომელიც ლორწოს სქელი ფენით არის დაფარული. ზურგის ფარფლი თავის უკან იწყება მთელ ზურგს გასდევს. აქვს ფართო ყბები. კბილები უკანაა მიმართული, საკმაოდ სქელია; შეუძლია მათი წინ გამოწევა. ნადირობისას ძირითადად ყნოსვას იყენებს, მხედველობა სუსტადაა განვითარებული — თვალები მცირე ზომისაა. მსხვერპლს ეძებს წყვდიადში. გააჩნია მეორეული ყბები. სქესობრივ სიმწიფეს დაახლოებით 5 წელში აღწევს. ჩანასახის განვითარება რამდენიმე დღე გრძელდება, რაც წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ღია წყლებში ყრის 60 000-მდე ქვირითს; ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება. იკვებება კიბოსნაირებითა და თევზებით, ზოგჯერ ნარჩენებითაც.

ევროპული მურენა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Muraena helena (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194974

ლიტერატურა რედაქტირება

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 16, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.

სქოლიო რედაქტირება