ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

ისტორია რედაქტირება

1991 წელს ევროპის საჭადრაკო კავშირმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 1957 წლიდან ტარდებოდა და ევროპულმა კავშირმა გადაწტყვიტა ქალთა გუნდებსაც მისცემოდათ საშუალება გამოევლინათ კონტინენტის უძლიერესი გუნდი. ფიდე ამ წინადადებას დაეთანხმა და გადაწყდა პირველი ასეთი ტურნირი ჩაეტარებინათ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში. მეორე ჩემპიონატის შემდეგ ტურნირი ტრადიციული გახდა და ყოველ ორ წელიწადში (არა ოლიმპიურ წლებში) ერთხელ იმართება. ტურნირის ჩატარების სისტემა უცვლელია: შვეიცარიული სისტემა 9 ტურად. პირველ 5 ჩემპიონატში დაფების რაოდენობა ორით განისაზღვრებოდა, ხოლო 2005წლიდან გუნდები უკვე ოთხ დაფაზე ხვდებიან ერთმანეთს.

ჩემპიონები და პრიზიორები რედაქტირება

ჩემპიონატი ჩატარების თარიღი ჩატარების ადგილი მონაწილეთა რაოდენობა ჩატარების სისტემა დაფათა რაოდენობა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
I ჩემპიონატი 20 - 30 ნოემბერი 1992 დებრეცენი,   უნგრეთი 38 შ - 9 2   უკრაინა   საქართველო   აზერბაიჯანი
II ჩემპიონატი 5 - 15 მაისი 1997 პულა,   ხორვატია 30 შ - 9 2   საქართველო   რუმინეთი   ინგლისი
III ჩემპიონატი 27 ნოემბერი - 8 დეკემბერი 1999 ბათუმი,   საქართველო 36 შ - 9 2   სლოვაკეთი   იუგოსლავია   რუმინეთი
IV ჩემპიონატი 6 - 15 ნოემბერი, 2001 ლეონი,   ესპანეთი 32 შ - 9 2   საფრანგეთი   მოლდოვა   ინგლისი
V ჩემპიონატი 10 - 20 ოქტომბერი, 2003 პლოვდივი,   ბულგარეთი 31 შ - 9 2   სომხეთი   უნგრეთი   რუსეთი
VI ჩემპიონატი 30 ივლისი - 7 აგვისტო, 2005 გეტებორგი,   შვედეთი 26 შ - 9 4   პოლონეთი   საქართველო   რუსეთი
VII ჩემპიონატი 28 ოქტომბერი - 7 ნოემბერი, 2007 ირაკლისი,   საბერძნეთი 30 შ - 9 4   რუსეთი   პოლონეთი   სომხეთი
VIII ჩემპიონატი 21 ოქტომბერი - 30 ოქტომბერი, 2009 ნოვი სადი,   სერბეთი 28 შ - 9 4   რუსეთი   საქართველო   უკრაინა
IX ჩემპიონატი 3 - 11 ნოემბერი, 2011 პორტო-კარასი,   საბერძნეთი 28 შ - 9 4   რუსეთი   პოლონეთი   საქართველო

დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე რედაქტირება

  •   საქართველოს ნაკრებმა ევროპის ცხრა ჩემპიონატის განმავლობაში 26 ქვეყნის 28 ნაკრებთნ (თითოჯერ შეხვდნენ საბერძნეთის მეორე და საქართველოს მესამე გუნდებს) ჩაატარა 81 მატჩი, საიდანაც მოიგო 49, ფრედ დაამთავრა 17 და წააგო 15 შეხვედრა. ამ 81 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითმაშეს 234 პარტია, საიდანაც მოიგეს 98, ყაიმით დაამთავრეს 96 და წააგეს 40 პარტია. ქართველებმა 1 მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, ოთხი - 3,5-0,5, 17 მატჩი - ორ ქულიანი (2-0, 3-1), ხოლო 27 - ერთქულიანი (2,5-1,5 და 1,5-0,5) სხვაობით. 17 მატჩი დაამთავრეს ფრედ (1-1 და 2-2). ერთქულიანი სხვაობით წააგეს 11, ხოლო ორქულიანი სხვაობით - 4 მატჩი.
  •   საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 24 ნაკრებთან, ერთ ნაკრებთან (აზერბაიჯანი) თანაბარი ბალანსი და აგებს სამ (ლიტვა +0=1-1, ნიდერლანდები +0=0-1 და პოლონეთი +2=3-3) მეტოქესთან.
# მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური მედლები პირადი მედლები
1 ქეთევან არახამია 5 1992 - 2001, 2005 20 35 14 12 9 57,1 3 0
2 მაია ლომინეიშვილი* 5 1999-2007 18,5 33 11 15 7 56,1 1 1
3 ნინო ხურციძე 5 1999, 2003-2011 25,5 44 17 17 10 57,9 3 3
4 მაია ჩიბურდანიძე 3 1997, 2005 - 2007 13 19 8 10 1 68,4 2 4
5 ნანა ძაგნიძე 4 2003 - 2011 23 36 16 14 6 63,8 3 2
6 ნინო გურიელი* 2 1992, 1999 9 13 8 2 3 69,2 1 0
7 ნანა იოსელიანი* 2 1997 - 1999 9,5 16 6 7 3 59,4 1 2
8 სოფიო ნიკოლაძე 2 1999 - 2001 3 7 2 3 2 50,0 0 0
9 ქეთევან კახიანი 1 1992 4 5 3 2 0 80,0 1 1
10 ლელა ჯავახიშვილი 2 2007- 2011 14 22 8 12 2 63,6 1 1
11 სოფიკო ხუხაშვილი 1 2009 5 7 3 4 0 71,4 1 1
12 ბელა ხოტენაშვილი 1 2009 6,5 8 6 1 1 81,3 1 1
13 სალომე მელია 1 2011 5 7 4 2 1 71,4 1 1
14 ნაზი პაიკიძე 1 2011 1,5 5 1 1 3 30,0 1 0

შენიშვნა: *- ით აღნიშნულია მოჭადრაკეები, რომლებმაც ერთი ჩემპიონატი ითმაშეს საქართველოს მეორე ნაკრებში.

ამ მოჭადრაკეების გარდა საქართველოს მეორე და მესამე ნაკრებებში ითამაშა კიდევ სამმა მოჭადრაკემ. მათი შედეგები ასეთია:

# მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური მედლები პირადი მედლები
1 ინგა ჭარხალაშვილი 1 1999 4 5 3 2 0 80,0 0 1
1 სოფიო ტყეშელაშვილი 1 1999 3 6 3 0 3 50,0 0 0
3 დიანა დარჩია 1 1999 0 2 0 0 2 0,0 0 0