ევკომია (ლათ. Eucommia) — მცენარის გვარი ევკომიასებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობაა თელისფოთოლა ევკომია (ლათ. Eucommia ulmoides). 15-20 სიმაღლის ორსახლიანი ხეა. მოგრძო ელიფსური ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილი წვრილია, ნაყოფი ერთბუდიანი.

ევკომია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Eucommia
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 31280

ევკომია ველურად იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ ჩინეთის მთიან რაიონებში. ევკომიის ნარგაობა არის საქართველოში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და კრასნოდარის მხარეში. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს (%-ობით) გუტას (საიდანაც გუტაპერჩს იღებენ); ფოთოლი 3-6, ტანისა და ტოტების ქერქი 2-8, ფესვი 7-14. ნაყოფი 8-14. 6-7-წლიანი პლანტაციიდან 1 ჰა-ზე იღებენ 100კგ-მდე გუტაპერჩნს, რომელსაც ტექნიკასა და მედიცინაში იყენებენ.

ევკომიის ბუჩქის ქერქიდან ამზადებენ წამლებს ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ. ევკომია სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, შედარებით ყინვაგამძლე მცენარეა. მრავლდება თესლითა და ევგეტატიურად. მოსავალს დარგვიდან მეოთხე წელს იღებენ.

ლიტერატურა რედაქტირება