ევდემონ I (ჩხეტიძე) (გ. 1578) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში.

იმერეთის მეფეების ბაგრატ III-ისა (1510-1565) და გიორგი II-ის (1565-1583) აქტიური თანამოაზრე დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებისა და კულტურულ-ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში. ევდემონ I-ის სახელს უკავშირდება ბიჭვინთიდან საკათოლიკოსო რეზიდენციის გელათში გადატანა. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მალაქიასთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელმაც სიკვდილით დასჯა დაუწესა ტყვეთა გამყიდველებს და მოაწესრიგა საეკლესიო მმართველობის დარღვეული წესები. ევდემონ I-მა მოახატვინა გელათის წმინდა გიორგის ტაძრის ნაწილი; შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინთის მონასტრების ნაწილი, რომელთა წარწერებში მოხსენებულია თვით ევდემონ I; 1568 წელს მოაჭედვინა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. ცნობილია ევდემონ I-ის დაკვეთით გადაწერილი გელათის ხელნაწერები. ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს საკუთარი ხარჯით შეუძინა ახალი მამულები და ძვირფასი ინვენტარი.

დაკრძალულია გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მის საფლავს ამშვენებს წარწერა:

ვიკიციტატა
„ქ. განუსვენე სულსა მონისა შენსასა აფხაზეთის კათალიკოზს ევდემონ ჩხეტიძეს და მე დამარხულმან საფლავთა შინა მეფეთასა დავახატვინე საყდარი ესე და შევამკვე ხატი ბიჭვინტისა ღვთისმშობელი სახსენებლად სულისა ჩემისა. ამინ.“

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება