ედუარდ დიტლი (გერმ. Eduard Wohlrath Christian Dietl; დ. 21 ივლისი, 1890, აიბლინგი — გ. 23 ივნისი, 1944, ვალდბახი) — გერმანელი გენერალი მეორე მსოფლიო ომში.

ედუარდ დიტლი

ბიოგრაფია რედაქტირება

1908 წელს გიმნაზიის დასრულების შემდეგ დიტლი შევიდა ბავარიის კადეტთა კორპუსში. იგი ირიცხებოდა მიუნხენის სამხედრო სკოლაში. 1911 წელს მიიღო ლეიტენანტის წოდება. პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, სადაც 3 ჯერ დაიჭრა. იგი დააჯილდოვეს პირველი ხარისხის რკინის ჯვრით. 1926 წელს დიტლი დაქორწინდა გერდა ჰანიკეზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა. 1938 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. ამავე წელს მისი დივიზია შევიდა სუდეტში. 1939 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1940 წლის 9 აპრილს მისი ნაწილი გადასხეს ნორვეგიაში, სადაც იგი 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა მძიმე ბრძოლას მოკავშირეების წინააღმდეგ. ნარვიკისთვის ბრძოლაში დიტლი 4500 ჯარისკაცით ებრძოდა 5-ჯერ მეტ მონიწააღმდეგეს. 19 ივლისს მას მიანიჭეს გენერლის წოდება. 1944 წლის 23 ივნისს თვითმფრინავი, რომლითაც დიტლი მგზავრობდა, ავსტრიაში ჩამოვარდა. მასთან ერთად დაიღუპა 3 გენერალი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Otto Freiherr von Waldenfels: Dietl, Eduard. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 3, Duncker & Humblot, Berlin 1957, ISBN 3-428-00184-2, S. 674 f. (Digitalisat).
  • Roland Kaltenegger: Generaloberst Dietl. Der Held von Narvik. Eine Biographie. Universitas, München, 1990, ISBN 3-8004-1221-7.
  • Jakob Knab: Generaloberst Dietl. In: Gerd R. Ueberschär (Hrsg.): Hitlers militärische Elite. Band 2: Vom Kriegsbeginn bis Weltkriegsende. Primus, Darmstadt 1998, ISBN 3-89678-089-1, S. 28–36.