ედიშერ ჯანჯულია (დ. 19 ნოემბერი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი.

ედიშერ ჯანჯულია
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1960 (1960-11-19) (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის სადროშოს გალის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1991 წლის 11 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა გალის რაიონის პრეფექტად.[1]

1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯგუბურია ზ., ოქუმის სკოლა — 170, თბ., 2021. — გვ. 30, ISBN 978-9941-8-3206-2.