ედუარდ ფრედერიკ ლინდლი ვუდ ჰალიფაქსი ჰელიფექსი (Edward Frederick Lindley Wood, 1. Earl of Halifax), 1925 წლიდან ბარონი ირვინი (ინგლ. Lord Irwin) (დ. 16 აპრილი, 1881, პაუდერემი, დევონშირის საგრაფო — გ. 23 დეკემბერი, 1959, იორკი) — ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე. 1910 პარლამენტის წევრი კონსერვატორიული პარტიიდან.

ედვარდ ჰალიფაქსი 1937 წელს

1922–1924, 1932–1935 განათლების, 1924–1925 სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1926–1931 ინდოეთის ვიცე-მეფე; ახშობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1935–1937 ბეჭდის მცველი ლორდი; 1935–1938 ლორდთა პალატის ლიდერი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე. 1938–1940 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1937 ნოემბერს მოლაპარაკებას აწარმოებდა ადოლფ ჰიტლერთან და წამოაყენა საბჭოეთის წინააღმდეგ მიმართული ინგლის-გერმანიის შეთანხმებათა პროგრამა. 1941–1946 წლებში იყო ელჩი აშშ-ში.

ლიტერატურა რედაქტირება