ედვარდ სურმანიძე (დ. 1 ნოემბერი, 1964, ქედა) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.

ედვარდ სურმანიძე
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1964 (1964-11-01) (59 წლის)
დაბადების ადგილი ქედა, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1988 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 1999 -2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ . 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება