ედგარ ბაბაიანი (სომხ. Էդգար Բաբայան; დ. 28 ოქტომბერი, 1995,[1] ბერლინი, გერმანია) — სომეხი ფეხბურთელი. პოზოციით ნახევარმცველი, კერძოდ მარცხენა ვინგერი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და კლუბ ჰობროში.

ედგარ ბაბაიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Էդգար Բաբայան
დაბადების
თარიღი
28 ოქტომბერი, 1995 (1995-10-28) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
ბერლინი, გერმანია
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა ვინგერი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰობრო
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
რანდერს ფჯერა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013 - 2017 რანდერსი 19 (0)
2017   ჰობრო 9 (2)
2017 - ჰობრო 44 (4)
ეროვნული ნაკრები
2016 დანიის 20-წლამდელთა 1 (0)
2018 - სომხეთი 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

რანდერსი რედაქტირება

ბაბაიანი ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან კლუბ რანდერსში თამაშობდა.

2013 წლის 11 ნოემბერს, 18 წლის ასაკში, შედგა მისი დებიუტი რანდერსში.[2] მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო თუმცა, მატჩის 83-ე წუთზე იგი შეეცვალა ალექსანდრ ფისჩერს; გუნდი ხსენებულ თამაშში დაუპირისპირდა ოლბორგს და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

2014 წლის თებერვალში ბაბაიანმა ხელი მოაწერა მისთვის პირველ სრულ განაკვეთიან კონტრაქტს (რანდერსთან).[3]

რანდერსის მაისურით მან პირველი გოლი 2015 წლის 9 ივლისს გაიტანა; აღნიშნულ თამაშში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპშო ბანდერსი ანდორულ კლუბ სანტ-ჯულიას დაუპირისპირდა;[4] იგი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო (შეცვალა ჯოელ ალანსონი), ხოლო გოლი 73-ე წუთზე თავისუფალი დარტყმით გაიტანა.[5]

ჰობრო (იჯარით) რედაქტირება

2017 წლის 27 იანვარს დადასტურდა, რომ ბაბაიანი სეზონის დარჩენილ ნაწილს კლუბ ჰობროსთან ერთად ჩაატარებდა.[6]

2017 წლის 27 თებერვალს, ლიგის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ბაბაიანმა ტრავმა მიიღო. თავიდან გავრცელდა ჭორები, რომ მან ლიგატების დაზიანება მიიღო, მაგრამ მოგვიანებით გამოცხადდა, რომ მან მხოლოდ მუხლზე მიიღო მძიმე დაზიანება; მან ამ ტრავმას თავი 1 თვეში გაართვა.[7]

2017 წლის აპრილში მან ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ დაბრუნდა. ტრავმის შემდეგი დებიუტი კლუბ კოგეს წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა; იგი თამაში 69-ე წუთზე ჩაერთო (შეცვალა ლუკას ჯენსენი);[8] თამაში საბოლოოდ ფრედ, 0:0 დასრულდა. შემდეგი თამაში ნიკობინგის წინააღმდეგ შედგა, სადაც ბაბაიანმა დუბლი გაიფორმა (თამაში ჰობროს გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა).[9] ჰობროსთან ერთად მან მოიგო დანიის პირველი დივიზიონი; ამ გამარჯვებით კლუბი დანიის სუპერლიგაში დაბრუნდა.

ჰობრო რედაქტირება

6 თვიანი იჯარით წარმატებული თამაშის შემდეგ, ბაბაიანმა მუდმივ კონტრაქტს მოაწერა ხელი ახლა უკვე დანიური სუპერლიგის გუნდთან.[10] იგი მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. ასეთი თამაშით, მან კლუბისგან ახალი კონტრაქტი მიიღო, რომლის მიხედვითაც იგი კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.[11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ბაბაიანი დაიბადა გერმანიაში, სომხების ოჯახში, რომლებსაც საცხოვრებლის შეცვლა ბაბაიანის 3 წლის ასაკში მოუწიათ. მან დანიის პასპორტი 2016 წელს აიღო და მოგვიანებით შეუერთდა დანიის 20-წლამდელთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს; მისი სადებიუტო შეხვედრა იტალიის 20-წლამდელთან ნაკრების წინააღმდეგ შედგა.[12][13]

სომხეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2018 წლის 30 მარტს, მალტას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც იგი სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა.[14]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. EDGAR BABAYAN PÅ FULD TID TIL SOMMER. randersfc.dk (26 February 2014).
  2. RANDERS VS AAB 1–4. scoresway.com (11 November 2013).[მკვდარი ბმული]
  3. Babayan på fuld tid i Randers. bold.dk (26 February 2014).
  4. RANDERS VS SANT JULIÀ 3–0. scoresway.com (9 July 2015).[მკვდარი ბმული]
  5. Randers spiller sig videre i Europa League. b.dk (9 July 2015).
  6. Hobro IK lejer kantspiller i Randers FC. hikfodbold.dk (27 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2019.
  7. Edgar Babayan IKKE korsbåndsskadet. hikfodbold.dk (28 February 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2019.
  8. HOBRO VS. HB KØGE 0 – 0. soccerway.com (2 April 2017).
  9. Babayan: Fik bevist jeg kan gøre en forskel. bold.dk (9 April 2017).
  10. Babayan skifter til Hobro IK. hikfodbold.dk (27 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2019.
  11. Forlængelse på plads med Edgar Babayan. hikfodbold.dk (22 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2019.
  12. (http://www.randersfc.dk/?side=10541
  13. Et 2–0 nederlag til Italien, men… დაარქივებული 2018-10-09 საიტზე Wayback Machine. ‚ dbu.dk, 27 April 2016
  14. Babayan fik en halv time for Armenien‚ bold.dk, 30 May 2018