ეგილს ლევიტსი (ლატვ. Egils Levits, 30 ივნისი 1955, რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ლატვიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი, პოლიტოლოგი. ლატვიის იუსტიციის მინისტრი 1993-1994 წლებში. ლატვიის არჩეული პრეზიდენტი 2019 წლის 29 მაისიდან.

ეგილს ლევიტსი
ეგილს ლევიტსი
ლატვიის პრეზიდენტი (არჩეული)
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა12 ივლისი, 2019
წინამორბედირაიმონდს ვეიონისი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 2004
მემკვიდრეინეტა ზიემელე

ლატვიის იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 1993 – 19 სექტემბერი, 1994
წინამორბედივიქტორ სკუდრა
მემკვიდრერომანს აპსიტისი

დაბადებული30 ივნისი, 1955
რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიალატვიის გზა
განათლებაჰამბურგის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1955 წელს ლატვიელი ებრაელების ოჯახში. 1972 წელს მშობლებთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი და გადასახლდა გფრ-ში. 1993-1994 წლებში იყო ლატვიის იუსტიციის მინისტრი. 1995-2004 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2010 წლამდე ევროკავშირის სასამართლოს მოსამართლე. 1992-1993 წლებში იყო ლატვიის ელჩი გერმანიასა და შვედეთში, 1994-1995 წლებში კი ავსტრიაში, უნგრეთსა და შვეიცარიაში. 1993-1994 წლებში იყო ლატვიის სეიმის დეპუტატი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2019 წლის 29 მაისს სეიმმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Выборы Президента Латвии 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-30. ციტირების თარიღი: 2019-06-01.