ეგზარქოსის საზაფხულო რეზიდენცია
ეგზარქოსის საზაფხულო სასახლე — მდებარეობდა ხარფუხში, „განჯის კარის“ და ბერძნების დასახლების მახლობლად, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სასახლე ააგეს XIX საუკუნის 20-30-იანი წლების მიჯნაზე. სასახლე რამდენჯერმე იხსენიება მთავარმმართებელ ალექსანდრ ნეიდგარდტის 1843 წლის „გამოცხადებაში“, დღეს სასახლისა და ღვთისმშობლის კარის ეკლესიის ადგილზე 300 არაგველის სახელობის ბაღის ნაწილი და 75-ე საშუალო სკოლაა.
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., გვ. 433