ებებიინი (ესპ., ფრანგ. და პორტ. Ebebiyín) — ქალაქი ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის უკიდურეს ჩრდილო-ღმოსავლეთ ნაწილში, კამერუნისა და გაბონის სახელმწიფო საზღვართან. კე-ნტემის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 40 000 ადამიანს.[1]

ქალაქი
ებებიინი
ესპ. Ebibeyín
ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
პროვინცია კე-ნტემი
კოორდინატები 2°09′00″ ჩ. გ. 11°19′00″ ა. გ. / 2.15000° ჩ. გ. 11.31667° ა. გ. / 2.15000; 11.31667
ცენტრის სიმაღლე 390
მოსახლეობა 40 000 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+1
ებებიინი — ეკვატორული გვინეა
ებებიინი

ქალაქში მდებარეობს დიდი სასაზღვრო ბაზარი — Akombang, ქვეყნის და ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ბაზარი, სადაც შესაძლებელია მრავალფეროვანი ნივთების და პროდუქტების ყიდვა აფრიკის ყველა კუთხიდან. ქალაქიდან 20 კმ-ით დასავლეთში მდებარეობს ებებიინის მუზეუმი, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მოსახლეობის ტრადიციულ სკულპტურას და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება