დუნიტი (ინგლ. Dunit) — მომწვანო-შავი ფერის ულტრაფუძე სიღრმული მაგმური ქანი. დუნიტის მთავარი მინერალია ოლივინი (85-98 პროც), მეორეხარისხოვანი — ქრომიტი (1-5 %), მაგნეტიტი, ილმენიტი, პიროქსენი, შპინელი; იშვიათად — გრანატი, კორუნდი. ქმნის სილებს, ლინზებს, იშვიათად — დიდი ზომის ინტრუზივებს.

დუნიტი
დუნიტი (მომწვანო) ვულკანურ ნაგლეჯთან ერთად
ცნობები
ტიპი მაგმური ქანი
შედგენილობა ოლივინი
შეფერილობა მომწვანო-შავი
გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალად

ვარაუდობენ, რომ დუნიტი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში ტექტონიკურად შემოჭრილი მანტიის ნაწილია. დუნიტთან დაკავშირებულია ქრომიტის, პლატინის, ნიკლის, კობალტისა და ქრიზოტილ-აზბესტის საბადოები. იყენებენ ცეცხლგამძლე მასალად.

სახელი ეწოდა ახალი ზელანდიის მთა დუნის (Dun) მიხედვით.

ლიტერატურა რედაქტირება