დრონგოსებრნი[1][2] (ლათ. Dicruridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აქვს 25-39 სმ სიგრძის სხეული. შავი, იშვიათად რუხი ბუმბული, მოკლე, მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო, ძლიერი ნისკარტი ფუძესთან უხეში „ჯაგრებით“. გარეთა საჭის ბუმბულები წაგრძელებულია და ბოლოზე მარაოსებურად გაფართოებული. ოჯახში 20 სახეობაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. დრონგოსებრნი იკვებებიან მწერებით.

დრონგოსებრნი

შავი დრონგო (Dicrurus macrocercus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  დრონგოსებრნი
ლათინური სახელი
Dicruridae (Vigors, 1825)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 25, 114, 196.
  2. Dicruridae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.