დრიფტი — მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით.

Toyota Supra.

დრიფტის ისტორია რედაქტირება

დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.

შეჯიბრება დრიფტში რედაქტირება

მსაჯობა

დრიფტის უნიკალურობა ის არის, რომ შეჯიბრის შედეგი დროით არ ფასდება. მრბოლელის გამოსვლა რამდენიმე პარამეტრით ფასდება:

- მოსახვევის გავლის ტრაექტორია - არსებობს სპეციალუად მონიშნული წერტილები, რომელთა ახლის გავლით განისაზღვრება ქულების ოდენობა. - მოსახვევის გავლის კუთხე - რაც მეტია კუთხე მით მეტია ქულა. - სიჩქარე (საშუალო სიჩქარე - 130 კმ/სთ, მსოფლიო რეკორდი დღესდღეობით 222 კმ/სთ-ია რომელიც "ნისანის" მარკის ავტომობილით განხორციელდა). - სანახაობრიობა და სტილი (ფასდება მსაჯების და მაყურებლების მიერ).

ჩემპიონატები

დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

დრიფტის ავტომობილი რედაქტირება

დრიფტის ავტომობილი როგორც წესი დიდი სიმძლავრის უკანა წამყვან თვლებიანია. პრაქტიკულად ყოველთვის ავტომობილი მსუბუქდება და განიცდის ტუნინგს. კერძოდ: ფორსირდება ძრავი და იცვლება უკანა დიფერენციალი. დრიფტის კლასიკურ ავტომობილებად ითვლებიან: Nissan 350Z, Nissan Silvia S15, Nissan 180SX, Nissan Skyline, Mazda RX-7 და "ჰაჩი-როკუ" პირდაპირ თარგმანში "8-6" — AE86 (Toyota Sprinter Trueno, Toyota Corolla Levin) 1984—1986 წლის გამოშვებები და S პლატფორმის Nissan (Silvia/180SX/200SX/240SX).

დრიფტის ძირითადი ხერხები რედაქტირება

Yorin drift

სრიალი ოთხივე თვალის მოსრიალებით. როდესაც ავტომობილი ოთხივე თვალით იწყებს სრიალს შუა მოსახვევში.

Kanteria / feint drift

რწევა ან მოქნევა. მოსრიალება რის მეშვეობითაც შესაძლებელია S-ის მაგვარი მოსახვევების (შიკანების) გავლა, როდესაც მოსრიალება ერთ მხარეს წარმოადგენს სამზადისს მეორე მოსახვევის გავლისა. ასეთ ტექნიკას რალიში იყენებენ.

Braking Drift

დრიფტი დამუხრუჭებით. ამ ხერხის გამოყენებისას მუხრუჭს ეჭირება მოსახვევში შესვლისას და მთლიანად ეშვება "აპექსის" წერტილის მიღწევისას, ამის მეშვეობით მანქანის წონა წინ ნაწილდება და უკანა თვლები კარგავს ჩაჭიდებას ასფალტის საფართან, ხოლო შემდგომ სრიალი კონტროლდება საჭის და გაზის მეშვეობით.

Power over drift

გადამეტებული სიმძლავრე. ასეთი ხერხის დრიფტი გამოიყენება მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში. ძრავის დიდი სიმძლავრის წყალობით მოსახვევში ხდება საბურავების მობუქსავება და ასვალტის საფართან ჩაჭიდების კარგვა.

Hand braking drift

სრიალი ხელის მუხრუჭის გამოყენებით. ეს ყველაზე ადვილი ტექნიკაა, რომელშიც ხელის მუხრუჭის მეშვეობით ხორციელდება უკანა თვლების ჩაჭიდების კარგვა, ხოლო მართვა ხორციელდება საჭის ბრუნვით და სიჩქარის მომატება - კლების მეშვეობით.

Side braking drift

გვერდითა სრიალი. დრიფტის ნაირსახეობა როდესაც ხდება უკანა თვლების მოსრიალება და ავტომობილი პრაქტიკულად გვერდულად მისრიალებს.

Chokudori

ჩვეულებრივ გამოიყენება გზის სწორი მონაკვეთის გავლის შემდგომ, რომ მოხდეს ავტომობილის სიჩქარის ვარდნა და შესრულებულ იქნას "ღრმა" სრიალი. დამუხრუჭება ხდება ავტომობილის სრიალის მეშვეობით და ავტომობილის საჭირო კუთხით მოსრიალებით რათა რაც შეიძლება სარგებლიანად იქნას გავლილი მოსახვევი.

Manji

ხორციელდება სწორ გზაზე, როდესაც მრბოლელი ერთი მხრიდან მეორე მხარეს ახორციელებს ავტომობილის რყევას. როგორც წესი გამოიყენება საჩვენებელი გამოსვლების დროს. მანჯი არის ბევრი ხრიკის განხორციელებისთვის მზადება, როგორებიცაა ტეკუდორი და ინერციული სრიალი.

დრიფტის ნაირსახეობად ითვლება ასევე BURNOUT, ეს არ გულისხმობს ავტომობილის სწრაფი მოძრაობის დროს მის მოსრიალებას, ან სხვა სახის მანევრირებას, ეს უბრალოდ გაჩერებული ავტომობილის ადგილზე " ბუქსაობაა ", უმეტესად კეთდება უკანა ან ოთხივე (4X4) წამყვან თვლიანი ავტომობილით, წინაზე მისი განხორციელება ხელის ტორმუზით ხერხდება (რუჩნიკით), ეს უკანასკნელი აჩერებს უკანა ბორბლებს ხოლო გაზის მიჭერით წინა ბორბლები ადგილზე ბუქსაობს, შესაძლებელია ავტომობილის ადგილიდან დაძვრა, იმ შემთხვევაში თუ "რუჩნიკმა" ვერ მოახერხა ავტომობილის ადგილზე მყარად გაჩერება, უკანა და ოთხივე "ვიდუშებში" ხდება გაზისა და ტორმუზით ერთდროული დაჭერით, მაგალითად ავტომობილი არის გაჩერებული (ამუშავებულ მდგომარეობაში " აბრუნებული") და სიჩქარის პირველში ჩაგდების შემდეგ ხდება ციპლენიის და ტორმუზის ერთად დაჭერა, ( ამ დროს ავტომობილი ადგილიდან არ იძვრის), შემდეგ ვაზლევთ გაზს, იმ დონეზე რომ მანქანას ბუქსაობა არ გაუჩირდეს, და ციპლენიას ვუშვებთ სწრაფად, ტორმუზე ფეხი დაჭერილი გვაქვს რომ წინა ბორბლებმა მანქანა ადგილზე შეაკავოს, და მანქანა იწყებს ეგრეთ წოდებულ BURNOUT-ს.