დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან დრე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დრე (მრავალმნიშვნელოვანი).

დრე — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ორბეთის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ვერეს ხეობაში. ზღვის დონიდან 1220 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 45 კილომეტრით.

სოფელი
დრე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ორბეთი
კოორდინატები 41°42′22″ ჩ. გ. 44°30′51″ ა. გ. / 41.70611° ჩ. გ. 44.51417° ა. გ. / 41.70611; 44.51417
ცენტრის სიმაღლე 1220
მოსახლეობა 16[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
დრე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სოფელი წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. XIX საუკუნეში დრეში ქართველი მთიელი მოახალშენენი ჩასახლდნენ. სოფლის სიძველეთაგან აღსანიშნავია ფეოდალური ხანის ეკლესია და მინის საწარმოს ნაშთები.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 16 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 72 34 38
2014[1]   16 10 6

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II