დოჟი (იტალ. Doge, ლათ. dux, ლიდერი, წინამძღოლი) — ქვეყნის მთავრის ტიტული, საზღვაო იტალიურ რესპუბლიკებში — ვენეციაში, გენუაში, ალმაფიაში, და სხვა.

ვენეციის დოჟი ანდრეა გრიტი (იყო დოჟი 1523-1538 წლებში), ტიციანის მიერ

ვენეციელი დოჟი რედაქტირება

დოჟის ტიტული ვენეციის რესპუბლიკაში არსებობდა ათასწლეულის მანძილზე, VIII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე. ის პირველად დაარსდა 697 წელს, იმ დროს ვენეცია ფორმალურად ბიზანტიას ემორჩილებოდა. პირველი დოჟი გახდა პაოლო ლუჩიო ანაფესტო. სავარაუდოდ პირველი დოჟებს ჰქონდათ ბიზანტიის გუბერნატორების ფუნქცია.

დოჟები იყვნენ არჩეული ვენეციის ყველაზე შეძლებული და მდიდარი ოჯახებიდან, წესით, მთელი ცხოვრების განმავლობაში, და 1032 წლამდე მათ ჰქონდათ პრაქტიკულათ შეუზღუდავი ძალაუფლება. დოჟის შემოსავალი მათ პოსტზე არ იყო დიდი, და მისი მოვალეობები დრო და დრო ხდებოდა ცერემონიალური.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დოჟი&oldid=4422807“-დან