წმინდა იოანე ბოსკო (ჯოვანი ბოსკო) (იტალ. Giovanni Melchiorre Bosco: დ. 16 აგვისტო, 1815, ბეკი, ტურინის მახლობლად — გ. 31 იანვარი, 1888, ტურინი) — იტალიელი მღვდელი, განმანათლებელი და მწერალი. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, სალეზიანელთა ორდენის დამაარსებელი.

დონ ბოსკო
Giovanni Melchiorre Bosco
დაიბადა 16 აგვისტო, 1815(1815-08-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
კასტელნუოვო-დონ-ბოსკო
გარდაიცვალა 31 იანვარი, 1888(1888-01-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (72 წლის)
ტურინი, იტალიის სამეფო[10]
ხსენების დღე 31 იანვარი[11] , 31 იანვარი, 31 იანვარი[12] და 31 იანვარი[13]
მოღვაწეობა Latin Catholic priest
ენა იტალიური ენა[14]
მეუღლე

ტურინში მუშაობის პერიოდში, სადაც მოსახლეობა იტანჯებოდა ურაბანიზააციისა და ინდუსტრიალიზაციის მავნე ზეგავლენით, ბოსკომ ხელი მიჰყო უსახლკარო ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებასა და განათლებას. მან შეიმუშავა აღზრდის მეთოდი, რომელიც უფრო მეტად დაფუძნებული იყო სიყვარულზე, ვიდრე დასჯაზე.

ჯოვანი ბოსკო დაიბადა ღარიბ ქრისტიანულ ოჯახში. ორი წლისაც არ იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მისი აღზრდა დედამ ითავა, რომელმაც ბავშობაშივე ჩაუნერგა მას ღმერთისადმი სიყვარული.

სემინარიის და ღვთისმეტყველების კოლეჯის დამთავრების შემდეგ 1841 წელს ჯოვანი ბოსკო ხელდასხმულ იქნა მღვდლად.[15] იმავე წლის დეკემბერში ის ხსნის პირველ ორატორიას (ლათ. Oratio — ლოცვა), სწორედ ასე დაარქვა პირველ სალეზიელების თავშესაფარს ახალგაზრდებისათვის, სადაც მათ შეეძლოთ ეცხოვრათ, ემუშავათ, ესწავლათ ეთამაშათ და რაც მთავარია ყოფილიყვნენ ლოცვაში.

1854 წლის 26 იანვარს დააარსა ორდენი წმინდა ფრანცისკე სალელის სახელზე (ამჟამად ცნობილი ორდენი — „სალეზიელები დონ ბოსკოსი“), რომელიც საბოლოოდ დაამტკიცა რომის პაპმა პიუს IX-მ 1974 წლის აპრილში.

1872 წელს დონ ბოსკომ წმინდა მარია დომენიკა მაძარელოსთან ერთად დააარსა სალეზიელების სამონაზნო ორდენი — „მარიამის ქალიშვილები ქრისტიანთა დამხმარეები“ (ლათ. Congregatio — Filiarum Mariae Auxiliatricis (FMA)).

ჯოვანი ბოსკო გარდაიცვალა 1888 წლის 31 იანვარის და კანონიზებულ იქნა პაპ პიუს XI-ის მიერ 1934 წელს. იგი ახალგაზრდების მფარველი წმინდანია. მას მოიხსენიებენ კათოლიკურ ეკლესიაში 31 იანვარს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. 5.0 5.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  6. 6.0 6.1 GCatholic.org — 1997.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. BeWeB
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #118513826 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 23.
  12. (not translated to mul) El último período de la historia del calendario tridentino: los inicios de su reforma (1904–1960) // Ephemerides Liturgicae: commentarium trimestre de re liturgica — 2012. — ტ. 126. — გვ. 276, 278–279, 293. — ISSN 0013-9505
  13. (not translated to mul) El último período de la historia del calendario tridentino: los inicios de su reforma (1904–1960) // Ephemerides Liturgicae: commentarium trimestre de re liturgica — 2012. — ტ. 126. — გვ. 278–279, 293. — ISSN 0013-9505
  14. CONOR.SI
  15. CATHOLIC ENCYCLOPEDIA: St. John Bosco (Don Bosco).