დომ პიერ პერინიონი (ფრანგ. Dom Pierre Pérignon) (დ. დაახ. 1638 – გ. 1715), ბენედიქტელი მღვდელი, რომელსაც მიაწერენ შამპანურის გამოგონებას. შამპანურის ყველაზე განთქმული ბრენდი მის სახელს ატარებს.

დომ პერინიონის ძეგლი მოე ე შანდონთან

ამ ციტატას მას მიაკუთვნებენ „იჩქარე, მე ვარსკვლავებს ვსვამ!“, რომელიც მას გადმოცემით შუშხუნა შამპანურის პირველად გასინჯვისას წარმოუთქვამს. პირველად ეს ციტატა გამოჩნდა ნაბეჭდ სარეკლამო განცხადებაში 1800-იან წლებში დომ პერინიონის შამპანურის მწარმოებლის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ დომი დაუღალავად და საკმაოდ წარმატებით იღვწოდა შამპანის დამდგარი ღვნის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, სინამდვილეში მას შუშხუნა ღვინო არ გამოუგონია, და არც პირველი იყო მათ შორის ვინც შამპანური შექმნა. დოკუმენტური მტკიცება არსებობს იმისა, რომ შუშხუნა ღვინო პირველად ინგლისში დააყენეს სულ ცოტა რამდენიმე ათეული წლით ადრე სანამ მას საფრანგეთში შექმნიდნენ.

იმ პერიოდში ბოთლში რეფერმენტაცია, რომელიც ღვინოს შუშხუნას ხდის ღვინის მწარმოებელთათვის უდიდესი პრობლემა იყო. შემოდგომაზე აცივებისას ფერმენტაცია ხშირად ფერმენტებად შაქრებს ალკოჰოლად ქცევისგან აკავებდა. თუ ღვინო ამ მდგომარეობაში ისხმებოდა ბოთლებში, ის პირდაპირი მნიშვნელობით დროის ყუმბარად იქცეოდა. გაზაფხულზე ამინდის დათბობასთან ერთად მიძინებული საფუარა აფუებას იწყებდა ქმნიდა რა ნახშირორჟანგებს, რომლებიც როგორც მცირე ბოთლიდან საცობს აგდებდა, უარეს შემთხვევაში კი ფეთქდებოდა, რაც ჯაჭვურ რეაქციას იწვევდა. ახლომდებარე ბოთლები, ასევე წნევის ქვეშ პირველი ბოთლის აფეთქების შოკის რეზონანსით სკდებოდა და ამგვარად უდიდეს ზარალს აყენებდა იმ წლის ღვინის მოსავალს. დომ პერიონინი რეფერმენტაციის შეჩერებაზე მუშაობდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემოტანილია მრავალი სიახლე, რაც შამპანურისთვის დამახასიათებელია დღეს, მათ შორის სხვადასხვა ვენახების ყურძნის ჯიშების ინტენსიური კუპაჟი. მისი ინოვაცია იყო საცობის დამჭერი ლითონის მავთული, რომელიც ბოთლის თავზე მჭიდროდ მაგრდება, ასევე აგრაფე და სქელკედლიანი შუშის ბოთლების გამოყენება შუშხუნა ღვინოებისთვის.

კუპაჟირებისას პერიონიონი ყურძენს სინჯავდა მათი წარმოშობის შეუმოწმებლად, რათა ამ უკანასკნელს მის გემოზე გავლენა არ ექონია. აქედან მომდინარეობს გამოთქმა „ღვინის ბრმად დაჭაშნიკება“, რასაც შეცდომით დომ პერინიონის სიბრმავეს მიაწერენ ხოლმე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სტივენსონ, ტომ. შამპანურისა და შუშხუნა ღვინის მსოფლიო ენციკლოპედია. სან-ფრანცისკო, კალიფონია: ღვინის შეფასების გილდია (განახლებული გამოცემა).