დომოკოსის ბრძოლა

დომოკოსის ბრძოლა
ბერძენ-ოსმალთა ომის (1897 წ.) ნაწილი
Đế chế ottoman chiến tranh thế kỷ 18
მდებარეობა დომოკოსი, ფთიოტისი, საბერძნეთი
შედეგი ოსმალების გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია საბერძნეთის დროშა საბერძნეთის სამეფო
მეთაურები
ედემ ფაშა
ჰალილ ჰალიდ ბეი
საბერძნეთის დროშა სამეფო პრინცი კონსტანტინოს I
იტალიის სამეფო რიჩიოტი გარიბალდი
ძალები
45 000 ჯარისკაცი საბერძნეთის დროშა 40 000
იტალიის სამეფო 2 000
დომოკოსის ბრძოლა ვიკისაწყობში

დომოკოსის ბრძოლა (თურქ. Dömeke Savaşı) გაიმართა ოსმალეთის იმპერიასა და საბერძნეთის სამეფოს შორის. ეს ბრძოლა ბერძენ-ოსმალთა ომის (1897 წ.) ნაწილი იყო.

წინაპირობები რედაქტირება

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი შეეცადა კუნძულ კრეტას ანექსიას, ოსმალეთის ბრწყინვალე პორტამ ომი გამოუცხადა საბერძნეთს. ედემ ფაშა იყო ოსმალეთის არმიის მეთაური ქალაქ ელასონასთან (თურქ.: Alasonya) (მოგვიანებით, მან მიიღო ღაზის წოდება). იგი ოსმალეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი იყო (მაშინ 46 წლის), ამიტომ მისმა დანიშვნამ მრავალი ადამიანი დააბნია.[1] პრინცი კონსტანტინოს I იყო საბერძნეთის არმიის მეთაური. დომოკოსში ოსმალეთის არმია შედგებოდა 45 000, ხოლო საბერძნეთის არმია 40 000 ჯარისკაცისგან.[2] ბერძნულ მხარეს, ასევე ჰყავდა 2 000 არარეგულარული იტალიელი ჯარისკაცი რიჩიოტი გარიბალდის მეთაურობით.

ბრძოლა რედაქტირება

თანამედროვე წყაროს თანახმად, თავდაპირველი გამარჯვებებიდან მოყოლებული, ედემ ფაშას ჯარის გარკვეული ნაწილი ვალესტინოში (რომელიც წარმოადგენდა საბრძოლო თეატრს), ხოლო უმრავლესობა ფარსალაში იყო დაბანაკებული. მაგრამ, ვალესტინოს მეორე ბრძოლის შემდეგ, მოქმედებები მყისიერად შეჩერდა. საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიმიტრიოს რალისი ღელავდა, რადგან არ უნდოდა დიდ ძალებს (ინგლ. Great Powers) საკუთარ თავზე აეღოთ შუამავლობა.[3] ედემ ფაშამ ვერ მიაღწია კომპრომისს და 1897 წლის 17 მაისს საკუთარი ჯარით ფასლადან ქალაქ დომოკოსში გაემართა. ბერძნული არმიისთვის დომოკოსი წარმოადგენდა სიმაგრეს, რომელიც ხელს შეუშლიდა ოსმალთა არმიის წინსვლას.

 
ოსმალეთის წინსვლა

17 მაისს, გამთენიისას, ოსმალები დაწინაურდნენ რამდენიმე ჯგუფით; ჰეირი ფაშას დივიზია განლაგდა მარჯვენა მხარეს და ციობასკენ გასწია, ნეშეთ ფაშას დივიზია განთავსდა მარცხენა მხარეს, მთავარ გზაზე დომოკოსის მიმართულებით; ჰამდი ფაშა ცენტრში მოექცა; მაჰმუდ ფაშას დივიზია შეეცადა ბერძნების მარჯვენა ფლანგი გაერღვია, ხოლო ჰეიდარ ფაშას დივიზია უკან მიჰყვა ჰამდი ფაშას ძალებს.[4]: 186–187

ცეცხლი პირველად გაიხსნა დაახლოებით დილის 10 საათზე ბერძნული არმიის ხაზის მარცხენა მხარეს, როდესაც ჰეირი ფაშას ძალები შეეჩეხნენ ბერძენთა კავალერიის მცირე რაზმებს სოფელ ციობაში. ჰეირი ფაშამ გადაჭარბებით შეაფასა ბერძნული ძალები და სიფრთხილით წაიწია წინ; მის ჯარისკაცებს ერთი საათი დასჭირდათ, რათა აეღოთ სოფელი. ნეშეთის ჯარისკაცებმაც ასევე დააგვიანეს, რადგან მათ მიცემული ჰქონდათ ბრძანება, არ წასულიყვნენ ჰეირის ძალებზე წინ.[5]: 251–252 ჰამდიც, წინამორბედების მსგავსად, გადააწყდა ბერძენ ჯარისკაცებს დაახლოებით დილის 10 საათზე.[4]: 188

ჰამდისა და მეჰმუდის მეთაურობით, ოსმალების მარცხენა ფრთა წინ ნელა მიიწევდა და რთული რელიეფი, ისევე როგორც პოლკოვნიკ მასტრაპას მეთაურობით ბერძენთა არმია ხელს უშლიდა დაწინაურებაში. ბერძენთა მეოთხე დივიზიას გარკვეული პერიოდი ზურგს უმაგრებდა ჰამდის ალბანური რეგულარული ჯარი, სანამ ჰამდის ძალები არტილერიის მიმართულებით არ დაწინაურდნენ. მეჰმუდის ძალები აწყდებოდნენ იმავე სირთულეებს ევზონების წინააღმდეგ.[5]: 254–255

დღის 3 საათზე, ბერძნებმა დომოკოსის მისადგომებიდან უკან დაიხიეს და ნეშეთის არტილერიამ დაიწყო ბერძენთა პოზიციების დამუშვება. ნეშეთისა და ჰეირის დივიზიების ქვეითები წინ მიიწევდნენ ბერძნული არტილერიის ცეცხლის ქვეშ და 400-600 იარდის მანძილზე ბერძენთა სანგრებთან შეჩერდნენ.[5]: 256 [4]: 189 მზის ჩასვლისას, საარტილერიო მოქმედებები შეჩერდა, თუმცა, ჩანდა, რომ ბერძენთა პოზიციები ხელშეუხებელი იყო.[5]: 258

ღამის 11 საათზე, ჰამდისგან ედემ ფაშამ მიიღო შეტყობინება. ჰამდი და მაჰმუდი განლაგებული იყვნენ ბერძენთა მარჯვენა მხარეს და მზად იყვნენ მარჯვნიდან ან მარჯვენა უკანა მხრიდან შეეტიათ ბერძენთა პოზიციებისთვის. ედემმა მისცა ბრძანება ჰამდის, რათა მომდევნო დღეს თავს დასხმოდა ბერძნებს მარჯვენა მხრიდან, ხოლო მეჰმუდი ირგვლივ ტრიალებდა, რათა გაეწყვიტა უკანდახევის ხაზი ფურკას უღელტეხილზე ბერძნებისთვის.[5]: 260 პრინცმა კონსტანტინოსმა გააცნობიერა მარჯვენა ფლანგიდან ოსმალური ჯარების მხრიდან მომდინარე საფრთხე და უკუიქცა ღამის განმავლობაში. თუმცა, კონსტანტინოსმა არ ჩააქრო ცეცხლი, რათა ოსმალებს არ შეემჩნიათ მისი უკანდახევა.[4]: 190–191

შედეგები რედაქტირება

ედემმა საკუთარ თაზე აიღო ინიციატივა და 40 კილომეტრით წინ წაიწია სამხრეთით თერმოპილეს მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ გასასვლელ გზას კარგად იცავდა ბერძნული არმია, ოსმალებმა ის მაინც დაიკავეს. მაგრამ, ოსმალების დიდი ვეზირი ჰალილ რაფატ ფაშა ათენის დაპყრობას გეგმავდა (რათა ვაჭრობის საგნად ექცია მომავალი მოლაპარაკებებისთვის). თუმცა, ევროპის დიდმა ძალებმა აიძულეს ოსმალთა მთავრობა დათანხმებოდა საზავო ხელშეკრულებას. ბრძოლიდან ორი დღის შემდეგ, ორივე მხარემ შეწყვიტა ცეცხლი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალთა არმიამ გამარჯვება მოიპოვა, ბრწყინვალე პორტამ დაკარგა კონტროლი კუნძულ კრეტაზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Islam Encyclopadie ((in Turkish)). ციტირების თარიღი: 5 May, 2024.
  2. Ottoman history on line (in Turkish). ციტირების თარიღი: 5 May, 2024.
  3. Turkish army in Thessaly by Clive Bigham. ციტირების თარიღი: 5 May, 2024.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 von Strantz, Karl Julius W. Viktor (1900) Modern Warfare: As Illustrated by the Greco-Turkish War. S. Sonninschein and Company, გვ. 186–203. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 (1905) Famous Battles of the Nineteenth Century: 1875-1900. A. Wessels Company, გვ. 251–262.