დოლომიტი — კარბონატების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა CaMg(CO3)2. კრისტალება ტრიგონულ სინგონიაში. აგრეგატები მარცვლოვანი, თირკმლისებრი ან ბოჭკოვანია. არის თეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,5. სიმკვრივე 2800-2900 კგ/მ³. მინერალ დოლომიტისგან წარმოიქმნება ქანი, რომელიც ქემოგენური, ზოგჯერ ჰიდროთერმულიცაა. ხშირად კალციტთან ერთადაა წარმოდგენილი. ხშირია კირქვის შლამის ან კირქვების გადოლომიტება (Ca-ის Mg-ით ჩანაცვლების პროცესი). დოლომიტს იყენებენ მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე აგურისა და ლითინური Mg-ის მისაღებად, სოფლის მეურნეობაში, მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად სხვა.

დოლომიტი
საერთო
ქიმიური ფორმულაCaMg(CO3)2
იდენტიფიკაცია
ფერითეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე.
კრისტალის სინგონიატრიგონური
სიმაგრე მოოსის სკალით3,5-4,5
სიმკვრივე2800-2900 კგ/მ³ კგ/მ³

პირველად დოლომიტი აღწერა დეოდა დოლომიემ 1791 წელს, როდესაც იგი იკვლევდა იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად დოლომიტის ალპები ეწოდება. სახელი ეწოდა ფრანგი გეოლოგისა და მინერალოგის დეოდა დოლომიეს (1750-1801) გვარის მიხედვით.

საქართველოში დოლომიტის საბადო ცნობილია აბანოში (ქარელის მუნიციპალიტეტი) და სქურში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება