დოკაანთ კოშკი

არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეითში

დოკაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეითში. კოშკი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

აღწერილობა რედაქტირება

ტრაპეციის ფორმის კოშკი აგებულია ფლეთილი ქვითა და რიყის ქვით. იგი მოსახლეობაში „დოკაანთ კოშკის“ სახელითაა ცნობილი. შენობა სოფლის აღმოსავლეთით, მაცხოვრის ეკლესიის ჩრდილოეთით 10 მეტრში დგას. კოშკი 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროს ძალიან დაზიანდა. მისი დასავლეთ კედელი მთლიანად დაინგრა. მორღვეულია დანარჩენი კედლების ზედა ნაწილები. შემორჩენილია კოშკის ოთხი სართული. ჩანს შელესილობის კვალი. პირველი სართული ქვებითაა ამოვსებული. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებს ოთხი სათოფური აქვთ, აღმოსავლეთისას – ხუთი.

ლიტერატურა რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 353