დიცის ღვთისმშობლის ეკლესია

დიცის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,7 X 6,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კედლის კუთხეები და სარკმლები თლილი ქვისაა. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. დასავლეთ კედლის ფრონტონის თავზე მოგვიანებით დაუშენებიათ ოთხივე მხარეს სწორკუთხა თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს. სამრეკლო ამჟამად გადახურულია თუნუქით. ეკლესიის ორფერდა სახურავი ღარიანი კრამიტისაა. შემორჩენილია ეკლესიის სამხრეთისა (სარკმლისა და გადახურვის ფრაგმენტები) და დასავლეთის მინაშენების ნანგრევები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.