დიღომბარის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); ლამის ქუჩიდან მნთობის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. თბილისის 1924 წლის გეგმაზე აღნიშნულია ორი ქუჩა: ერთი — დიღმის, მეორე — ბარისახოს სახელით. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც დიღომ-ბარისახოს ქუჩა, შემდეგ ეს ქუჩები გაერთიანდა და შემოკლებით „დიღომბარის“ ქუჩა ეწოდა. აქვს ერთი შესახვევი (ყოფილი დიღომბარისახოს ჩიხი).

დიღომბარის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი სვანეთისუბანი
წინა სახელები დიღომ-ბარისახოს ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება