დისფემიზმი (ბერძნ. δυς „დის“ = არა, და φήμη „ფემე“ = თქმა) და კაკოფემიზმი (ბერძნ. κακός „კაკოს“ = ცუდი) — ევფემიზმის ანტონიმებად გამოიყენება, რაც ნიშნავს განზრახულად უხეში სიტყვისა ან გამოთქმის გამოყენებას ზრდილობიანის ნაცვლად. კაკოფემიზმი უფრო ხშირად გამოიყენება რაიმე განზრახ შეურაცმყოფელის მნიშვნელობით, ხოლო დისფემიზმი შეიძლება იყო შეურაცმყოფელი ან ირონიულად დამაკნინებელი.

დისფემიზმი ისევე ხშირია ყოველდღიურ ხმარებაში, როგორც ევფემიზმი. მაგ. „ესა თუ ის სპორტული გუნდი თამაშში მოწინააღმდეგეს ანადგურებს“ არ ნიშნავს სიტყვასიტყვით ფიზიკურ განადგურებას, ანდა „კომპანიამ კონკურენტები გააცამტვერა“ ასევე გაზვიადებულია და ორივე შემთხვევაში დისფემიზმია.

ერთი და იგივე საგანი შეიძლება დისფემიზმის ან ეუფემიზმის მნიშვნელობით გამოითქვას, მაგალითად „სიკვდილი“: ყველას მიერ პატივცემული ადამიანის სიკვდილი „გარდაცვალებად“ (ევფემიზმი) მოიხსენიება, ხოლო მოძულებული ადამიანისა კი „მოჭამა ჭირით“ (დისფემიზმი) და ა.შ. ერთი და იგივე გამოთქმა, ასევე შეიძლება ევფემიზმიც იყოს და დისფემიზმიც, კონტექსტის მიხედვით. მაგ. „მიიღო უფალმა“ ან კიდევ „გავიდა გაღმა მარილზე“ შეიძლება კონტექსტის მიხედვით ან შერბილებული ევფემიზმი ან ირონიზებული დისფემიზმი იყოს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება