დისლექსია (ბერძ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა) — კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით — სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ. დისლექსია სწავლის უნარის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. განასხვავებენ დისლექსიის სხვადასხვა ხარისხს.[1] 2011 წელს დამტკიცდა, რომ დისლექსია საერთო ინტელექტის ინდიკატორს არ წარმოადგენს. ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ნეიროფიზიოლოგიური ექსპერიმენტი ჩააატარეს.[2] დისლექსიით დაავადებულ ადამიანს დისლექსიკი ეწოდება.

დისლექსიის
ნაწილები

და დაკავშირებული დარღვევები
განათლება · ნეიროფსიქოლოგია

დაკავშირებული მდგომარეობები

ალექსია
Auditory Processing Disorder
დისკალკულია · დისგრაფია
დისლექსია · დისპრაქსია

სქოლიო რედაქტირება