დისკომიცეტები (ლათ. Discomycetes) — ჩანთიანი სოკოების ჯგუფი. აერთიანებს რამდენიმე რიგის 4 ათასზე მეტ სახეობას. აქვთ უმეტესად ლამბაქისებრი ღია ნაყოფსხეული (აპოთეციუმი), რომლის ზედაპირზე ჰიმენიუმი შიშვლად არის განლაგებული. დისკომიცეტების უმრავლესობა საპროფიტია და ცხოვრობს ნიადაგზე, მკვდარ მერქანზე, ნაკელზე; ზოგიერთი პარაზიტია.

დისკომიცეტები
აღწერა
სოკოების პოლიფილეტური ჯგუფი
სახელის სტატუსი
მოძველებული
სამეცნიერო სახელი
Discomycetes
მშობლიური ტაქსონი
ჩანთიანი სოკოები
წარმომადგენლები

განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ სკლეროცინიებს, რომლებიც იწვევენ თესლოვნების, კურკოვნების, ბოსტნეულისა და სხვა კულტურული მცენარეების დაავადებას. საჭმელად ვარგისია თირკმელა, ხარისფაშვა და ნაოჭა სოკო.

ლიტერატურა რედაქტირება