დიო (Dio) — მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, შექმნილი ვოკალისტ რონი ჯეიმზ დიოს მიერ 1982 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც მან დატოვა Black Sabbath. ახლადშექმნილ ჯგუფში მან მიიწვია ვივიან ქემპბელი (გიტარა), ჯიმი ბეინი (ბას გიტარა) და ვინი ეპისი (დასარტყმელი საკრავები).


ბიოგრაფია
წარმოშობა აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, მძიმე როკი
აქტიური 1982–2010
ლეიბლ(ებ)ი Eagle, Warner Bros., Reprise, Universal, Vertigo, Phonogram, Spitfire, Sanctuary
ყოფილი წევრები რონი ჯეიმზ დიო (გარდაიცვალა)
იხილეთ: ჯგუფის შემადგენლობები
საიტი რონი ჯეიმზ დიოს ოფიციალური საიტი
დიო ვიკისაწყობში

1983 წლის მაისში გამოუშვეს პირველი ალბომი „წმინდა მყვინთავი“ (Holy Diver), სადაც დიო ერთდროულად იყო ვოკალისტი და უკრავდა კლავიშებიან ინსტრუმენტზე. იმისათვის რომ კონცერტების დროს ვოკალისტს სცენაზე თავისუფლად ეარა და სინთეზატორთან არ მდგარიყო, ჯგუფმა შემადგენლობაში მიიღო კიდევ ერთი წევრი კლოდ შნელი.

მომდევნო წლებში დიო მრალალ კონცერტს ატარებდა, ჩაწერილი იქნა ახალი ალბომები „რიგში ბოლო“ (The Last in Line) და „ღვთაებრივი გული“ (Sacred Heart).

1986 წელს ვივიან კემპბელი ჯგუფიდან წავიდა, ის შეცვალა გიტარისტმა ქრეიგ გოლდიმ. ახალი შემადგენლობით ჩაწერილი იქნა ალბომი „იოცნებე ბოროტად“ (Dream Evil), რის შემდეგაც ჯგუფის შემადგენლობა კვლავ შეიცვალა. ჯგუფში მიიღეს 19 წლის გიტარისტი როუან რობერტსონი, რომელიც მათი დიდი ფანი იყო, ის ორი მოსმენის შემდეგ დაუფიქრებლად იქნა მიღებული დიოს მიერ.

1990 წელს დიომ გამოუშვა ალბომი „გამოკეტე მგლები“ (Lock up the wolves), როლმლის შემდეგაც რონი დიო ვოკალისტად დაუბრუნდა ძველ თანაჯგუფელებს Black Sabbath-ში, მაგრამ მათი გაერთიანება მოკლე აღმოჩნდა, მოხერხდა მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა. Black Sabbath-ის ზოგიერთი წევრების ქცევის მანერით უკმაყოფილო რონი დიომ ჯგუფი დატოვა და ხელახლა ჩაუყარა საფუძველი მეტალ ჯგუსფს - დიო.

აღდგენილ ჯგუფში გიტარისტად ახალი წევრი თრეისი ჯი (Tracy G) მიიღეს. 1994-1999 წლებში ჩაწერილ ყველა ალბომს „უცნობი გზები“ (Strange Highways), „გაბრაზებული მანქანები“ (Angry Machines) და „ჯოჯოხეთი“ (Inferno - Last in Live) ეტყობა რონი დიოს განაწყენებული ტონი და ისინი თავისი სიმძიმით გამოირჩევა. როგორც ფანების თვალსაზრისით, ასევე თვით ვოკალისტის სიტყვებით, ალბომი „გაბრაზებული მანქანები“ არის დიოს მიერ ჩაწერლი ყველაზე ცუდი ნაკრები.

2000 წელს ჯგუფს დაუბრუნდა გიტარისტი ქრეიგ გოლდი და ჩაწერილი იქნა ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი „მეჯიქა“ (magica), თუმცა გოლდიმ მალვე დატოვა დიო და შემდგომი ალბომის - „დრაკონის მკვლელობა“ (Killing the Dragon) ჩასაწერად 2002 წელს ჯგუფმა გიტარისტად დოუ ალდრიჩი მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ ორჯერ წასული გოლდი 2003-2004 წლებში კვლავ დაუბრუნდა ჯგუფს და დიომ კიდევ ერთი დიდი წარმატების მომტანი ალბომი „მთვარის მფლობელი“ (Master of the Moon) შესთავაზა თავის ფანებს.

2005 წელს გამოშვებული იქნა ნიუ-იორკში ცოცხლად ჩაწერილი ალბომი ბოროტი ან ღვთაებრივი (Evil or Divine - Live In New York City). 2005 წელს დიომ უამრავი გასტროლი ჩაატარა სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში, რუსეთსა და ევროპაში.

2010 წლის 16 მაისს რონი ჯეიმზ დიო გარდაიცვალა კუჭის კიბოს გამო.

ყოფილი შემადგენლობა რედაქტირება

დოუ ელდრიჩი დროებით შეუერთდა დიოს, ქრეიგ გოლდის მიერ რუსეთში მიმდინარე გასტროლების დროს მიღებული ხელის ტრავმის გამო.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები რედაქტირება

კრებულები და საკონცერტო ალბომები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიო&oldid=4598257“-დან