დინამიტი (ბერძ. δυναμις) — მაღალბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ნიტროეთერების და ფლეგმატიზატორების ნარევს. 1859 წელს შექმნა ალფრედ ნობელმა, ტრინიტროგლიცერინის და კაჟმიწის (კიზელგურის) შერევის შედეგად. გამოიყენებოდა სამხედრო და სამთო-მომპოვებელ საქმეში. დღესდღეობით, პრაქტიკული გამოყენებიდან გამოდევნილია ამონიტების მიერ, რომელთა წარმოებაც გაცილებლად იაფი ჯდება.

დინამიტის შემადგენლობა

შემადგენლობა და დამზადება რედაქტირება

სტანდარტული დინამიტი 62% ტრინიტროგლიცერინი ან მისი ნარევი ეთილენგლიკოლდინიტრატთან, დაბალაზოტიანი ნიტროცელულოზა-3%, კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატი-27%, ხის ფქვილი-8%.

დინამიტი ცეცხლსაშიშ მაღაროებში მუშაობისთვის (ცეცხლჩამქრობი დანამატით სუფრის მარილით)-10% ტრინიტროგლიცერინი ან მისი ნარევი ეთილენგლიკოლდინიტრატთან, დაბალაზოტიანი ნიტროცელულოზა-1%, ამონიუმის ნიტრატი-58%, ნატრიუმის ქლორიდი 18%.

დამზადებისას ჯერ იღებენ „მგრგვინავ ლაბას“, რომელიც წარმოადგენს ნიტროეთერების და კოლოქსილინის ნარევს, ინგრედიენტების გამხსნელში გახსნით და გამხსნელის აორთქლებით (ხშირად გამხსნელი ეთილის სპირტის და დიეთილის ეთერის 1-1-ზე ნარევია მასებით), შემდეგ მგრგვინავ ლაბას ფლეგმატიზატორებს ურევენ.

დეტონატორი რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში დინამიტი ჟელესებრი მასაა, თხევადი ნიტროეთერების თვისებების გამო (კერძოდ დეტონაციის ორი რეჟიმის ქონა), მისი დეტონაციისთვის ძლიერი დეტონატორების გამოყენებაა მიზანშეწონილი. ძირითდად იყენებენ кд-8 (კაფსულ-დეტონატორი 8).