„დიმიტრი II“ — სს „ქართული ფილმის“ 1982 წლის მხატვრული ფილმი. ფილმის რეჟისორია რამაზ ხოტივარი.

„დიმიტრი II“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი რამაზ ხოტივარი
რეჟისორი აზა ქორელი,
შოთა დავითაშვილი
სცენარის ავტორი რამაზ ხოტივარი
როლებში ლევან თუთბერიძე,
ელგუჯა ბურდული,
გურამ საღარაძე
კომპოზიტორი კუკური ჭოხონელიძე
ხმის ოპერატორი იმერი მანჯგალაძე
ოპერატორი ჯიმშერ ქრისტესაშვილი,
გიორგი გამილაღდიშვილი
მონტაჟი სოფიო მაჩაიძე,
ნელი ქრისტესაშვილი,
ლალი კოლხიდაშვილი
მხატვარი კახა ქორიძე
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1982
ხანგრძლივობა 134 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

სიუჟეტი რედაქტირება

ფილმში მოვლენები XIII საუკუნის საქართველოში ვითარდება. შორეული აღმოსავლეთიდან შემოსეულმა ურდოებმა წალეკეს მთელი აზია, ევროპის დიდი ნაწილი და ამიერკავკასიაც დაიმორჩილეს. საქართველოს ძლიერებას ბოლო მოეღო. დამპყრობლებს ქართველი ხალხის გადაგვარება ჰქონდათ განზრახული. ქვეყანას ფიზიკური განადგურება ემუქრებოდა. ქართლის ბედი დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარუძღვებოდა საქვეყნო საქმეებს ახალგაზრდა მეფე დემეტრე თავდადებული.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება